png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

იუნკერთა მემორიალთან თბილისის დამცველის დღე აღინიშნა

  • საზოგადოება
  • 21.02.2016
  • 14:25
იუნკერთა მემორიალთან თბილისის დამცველის დღე აღინიშნა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულმა ლეგიონმა,  რუსული ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, იუნკერთა მემორიალთან თბილისის დამცველის დღე აღნიშნეს, აღდგენილი ქართული საბრძოლო დროშების  პრეზენტაცია გამართეს და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული თანატოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძე ესწრებოდა.

„გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს. სწორედ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით მოხდა ძველი საბრძოლო დროშების აღდგენა.

მოხარული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები ჩართულები არიან  ამ საქმეში. ლეგიონი არა მხოლოდ სამხედრო მომზადებას გადის და სკაუტების პოპულარიზაციას  ეწევა, არამედ საქართველოს  ისტორიის შესწავლის მიმარულებითაცაა ჩართული ქვეყნის მშენებლობის საქმეში", -აღნიშნა ალექსანდრე ბარბაქაძემ.

დროშების პრეზენტაციის შემდეგ, რუსული ოკუპაციის შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა. მოგვიანებით კი, ახალგაზრდები იმ პოზიციებზე  განლაგდნენ, სადაც 95 წლის წინ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.როგორც გენერალ მაზნიაშილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის გამგეობის წევრმა პაატა გიგურმა განაცხადა, ლეგიონი თბილისის დაცველთა დღეს ტრადიციულად, ყოველ წელს აღნიშნავს.

„აქ ამოვედით ამ მეომრების გასახსენებლად და ფრონტის ხაზის გაყოლებით მოვაწყვეთ ლაშქრობა.  აღვადგინეთ ძველი დროშები და შევიძინეთ ეკიპირება. იმედი გვაქვს, რომ  პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება, რის შედეგადაც ლეგიონი მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებს ლაშქრობების მოწყობას", - განაცხადა  პაატა გიგაურმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge