png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კახა კალაძემ ძლიერი ქარის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა

  • საზოგადოება
  • 13.04.2022
  • 12:01
კახა კალაძემ ძლიერი ქარის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ძლიერი ქარის დროს, ხის დაცემის შედეგად გარდაცვლილი ტატიანა პავლოვნას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. 

თბილისის მერმა გუშინდელ სტიქიაზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და გამგეობების წარმომადგენლებს საგანგებო რეჟიმში მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა. 

„გუშინდელ ძლიერ ქარს მოყვა დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხეებისა და ნარგავების მოთხრა, სახურავების გადახდა, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ სტიქიას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. რა თქმა უნდა, ყველაფრის აღდგენა  და გამოსწორება შესაძლებელია, ახალი ხე-მცენარეები დაირგვება, მაგრამ სამწუხარო და გულდასაწყვეტია, როდესაც ფიქსირდება ადამიანის გარდაცვალება. მინდა, ათივე რაიონის გამგებელს მოვუწოდო, მაქსიმალური ყურადღებით ვიყოთ. დღესაც მოსალოდნელია ქარი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  მუშაობა გაგრძელდეს საგანგებო რეჟიმში, ისევე როგორც გუშინ. მთელი ღამის განმავლობაში იყო შემოსული ზარები, ადგილზე ხდებოდა ჩვენი სამსახურების გასვლა და დღესაც მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ ამ მიმართულებით და მაქსიმალური თანადგომა აღმოვუჩინოთ ადამიანებს, დავეხმაროთ დაზარალებულ მოსახლეობას, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში“, - განაცხადა თბილისის მერმა.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge