png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რა არის თქვენი ინტერესები, პატარა ბავშვების დახოცვა? - მეუფე დიმიტრი რუსეთის პატრიარქს

  • საზოგადოება
  • 07.04.2022
  • 20:06
რა არის თქვენი ინტერესები, პატარა ბავშვების დახოცვა? - მეუფე დიმიტრი რუსეთის პატრიარქს

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი რუსეთს პატრიარქ კირილს აკრიტიკებს და გამაოგნებელს უწოდებს მის ქადაგებას, სადაც პატრიარქი კირილი რუს ჯარისკაცებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ისინი უკრაინაში რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან.

მეუფე დიმიტრის განცხადებით, ბავშვების და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა ქრისტიანობა არ არის.

"მე კიდევ არ ვიქნებოდი ასეთი მკაცრი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რომ არ მომესმინა რუსეთის პატრიარქის ბოლო ქადაგება, სადაც ის ლოცავს თავის როსგვარდიას, მის გენერალს, გადასცემს მას ე.წ. აგვისტოს ღვთისმშობელს. ვითომ აქ არაფერი არ არის ისეთი ყურადსაღები,  მაგრამ ყურადსაღებია ზუსტად ის, რომ ეს ხატი შეიქმნა გასული საუკუნის დასაწყისში, როგორც ევროპის დაპყრობის სიმბოლო, პირველი მსოფლიო ომის დროს, ეს მათ ვერ განახორციელეს, მაგრამ ხატი ამისთვისაა და ესეც ერთგვარი მინიშნება იყო...

საოცარია და გამაოგნებელია ის გარემოება, რომ იმ ხალხის გარკვეული ნაწილი, ვინც იხოცება, მისი იურისდიქციის ქვეშ არის ან შეიძლება იყო, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ხშირი ურთიერთობა მაქვს უკრაინასთან, თითქმის ყოველდღიური, მღვდელმთავრებთან, ჩემს თანაკურსელებთან და იქ უმძიმესი მდგომარეობაა. ეს იყო გამაოგნებელი, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურებიანო, ფიცი აქვთ დადებულიო და მე მივმართავ მას [რუსეთის პატრიარქს]: რა არის თქვენი ინტერესები, პატარა ბავშვების სიცოცხლის ხელყოფა, დახოცვა და ამ უსუსური ადამიანების ასე განადგურება? ეს არ არის ქრისტიანობა. ეს საშინელებაა", - ამბობს მეუფე დიმიტრი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge