png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ვერტმფრენების თურქულ კომპანიას მესტიის საკურორტო ზონაში ფრენების განხორციელების ნებართვა მიენიჭა

  • ეკონომიკა
  • 19.02.2016
  • 14:20
ვერტმფრენების თურქულ კომპანიას მესტიის საკურორტო ზონაში ფრენების განხორციელების ნებართვა  მიენიჭა

მესტიაში „Heli-skiing” ტურების ორგანიზებასა და ტურისტული ჯგუფების მომსახურებას თურქული კომპანია „GUNEYDOGU HAVACILIK ISLETMESIAS“ განახორციელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ“ დააკმაყოფილა კომპანიის განაცხადი მიმდინარე წლის მარტიდან აპრილის ჩათვლით მესტიის საკურორტო ზონაში ოპერირების განხორციელების თაობაზე.

 ვერტმფრენების კომპანია მესტიის საკურორტო ზონაში ოპერირებას ქართულ „SkiGeorgia“ ჯგუფთან პარტნიორობით გეგმავს. ფრენები თურქული კომპანიის კუთვნილი ორი ერთეული Eurocopter AS 350 83-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით, ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR) განხორციელდება.

„Heli-Skiing”-ი ექსტრემალური სპორტის სახეობაა და მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისგან დაკომპლექტებული მცირე ჯგუფების ვერტმრენებით გაუკვალავ თოვლში გადასხმას და პროფესიონალი ინსტრუქტორების დახმარებით მათვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს. სათავგადასავლო ტურიზმის მიმდევრები ტურების დაჯავშნას წინასწარ, ზამთრის სეზონის დადგომამდე ახდენენ.

 საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების თაობაზე  სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მიმდინარე  წელს მესამე განაცხადს აკმაყოფილებს. გერმანული „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ისა  და ავსტრიული „Wucher Helikopter Gmbh“-ის კუთვნილი ვერტმფრენები გუდაურის საკურორტო ზონაში ოპერირებენ.

აღნიშნული კომპანიების ოპერირება ხელს შეუწყობს ზამთრის ტურიზმის განვითარებას საქართველოში, უცხოელი ტურისტების მოზიდვას ქვეყნის სათხილამურო კურორტებზე და ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge