png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თიბისი გალერეაში სანდრო ნებიერიძის კონცერტი გაიმართა

  • საზოგადოება
  • 19.02.2016
  • 11:15
თიბისი გალერეაში სანდრო ნებიერიძის კონცერტი გაიმართა

თიბისი ბანკი ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერას აგრძელებს. თიბისი გალერეამ 15 წლის მუსიკოსის, სანდრო ნებიერიძის კონცერტს უმასპინძლა. ახალგაზრდა პიანისტმა ცნობილი კომპოზიტორების სტრავინსკისა და შოპენის ნაწარმოებებთან ერთად საკუთარ ნაწარმოებები - პირველ საფორტეპიანო სონატა და ანსამბლი შეასრულა.

 სანდრო ნებიერიძემ მუსიკის შესწავლა 5 წლის ასაკიდან დაიწყო. ამჟამად ის კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სემინარიაში საფორტეპიანო  განყოფილებაზე სწავლობს პროფესორ ლალი სანიკიძის კლასში.  ფორტეპიანოს გარდა სანდრო 9 წლიდან ეუფლება კომპოზიციას, კომპოზიტორ მაკა ვირსალაძესთან. დაწერილი აქვს ბევრი საფორტეპიანო ნაწარმოები, დუეტი ორი როიალისთვის, ანსამბლი „მზის სისტემა“ ოთხი ინსტრუმენტისთვის (ფორტეპიანო, ვიოლინო, ჩელო და ფლეიტა), საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა და ასე შემდეგ. 

 ის  არაერთი საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ლაურეატი და გამარჯვებულია. 2015 წელს სანდრომ მონაწილეობა მიიღო ფესტივალში „ფანარტი“, სადაც  გაიმარჯვა და თიბისი ბანკის რჩეული გახდა. თიბისი ბანკმა  მას  ფულადი პრემია გადასცა და სოლო კონცერტის ჩასატარებლად გალერეა დაუთმო. „ფანარტის“ გამარჯვებული კიდევ ერთ საჩუქარს ნიკოლოზ რაჭველისგან მიიღებს. 2016 წლის გაზაფხულზე სანდრო ნებიერიძე ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით თავის პირველ საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს.

თიბისი გალერეაში გამართულ კონცერტს სანდროს თაყვანისმცემლები და მუსიკალური საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.

სანდრო ნებიერიძის კონცერტი ერთ-ერთია იმ ღონისძიებათაგან, რომელსაც თიბისი ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. გალარეა რეგულარულად ეთმობა ახალგაზრდა, ნიჭიერ ხელოვანებს სხვადასხვა სფეროდან, რათა მათთვის ხელმისაწვდომი იყოს საჯარო სივრცე, სადაც ისინი საკუთარ შემოქმედებას ფართო საზოგადოებას წარუდგენენ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge