png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პუტინს სძულს დასავლეთი და მისი ღირებულებები, ამიტომ ალიანსისთვის ის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს - ნატო-ს წარმომადგენელი

  • მსოფლიო
  • 23.03.2022
  • 22:08
პუტინს სძულს დასავლეთი და მისი  ღირებულებები, ამიტომ ალიანსისთვის ის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს - ნატო-ს წარმომადგენელი

ევროპაში ნატოს მოკავშირეთა უმაღლესი მთავარსარდლობის ერთ-ერთი ოფიციალური პირი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, აცხადებს, რომ ალიანსის წევრების მიმართ პუტინის მუქარა რეალურია. იტყობინება CNN.

 „გვესმის, რომ პუტინი და მისი უახლოესი გარემოცვის წევრები სრულიად უგუნური ადამიანები არიან. მათ არ აღელვებთ ადამიანების სიცოცხლე. პუტინმა მთლიანად შეცვალა თავისი ფრაზეოლოგია დასავლეთის მიმართ, მას ძლიერ სძულს დასავლეთი, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ღირებულებები, ამიტომ ჩვენი შეფასებით, ის მართლაც საშიშია და ალიანსისთვის აბსოლუტურად რეალურ საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა ნატო-ს წარმომადგენელმა.

როგორც ცნობილია,ხუთშაბათს 24 მარტს ნატო-ს სამიტზე აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების საკითხზე იმსჯელებენ.

ნატო-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატოელი მოკავშირეების სამხედრო დანაყოფები ბლოკის აღმოსავლეთ ევროპის რვავე ქვეყანაში განლაგდებიან. მათი საერთო რაოდენობა კი 40 ათასამდე იქნება, რაც ათჯერ მეტია, ვიდრე უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე იყო.

გარდა ამისა, ნატო უახლოეს ხანებში აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო და საზღვაო ძალების გაზრდას გეგმავს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge