png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სერგეი შოიგუ 12 დღეა გაუჩინარებულია - მედია

  • მსოფლიო
  • 23.03.2022
  • 13:45
სერგეი შოიგუ 12 დღეა გაუჩინარებულია - მედია

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკვე 12 დღეა საჯარო სივრცეში აღარ გამოჩენილა. მისი გაუჩინარება რუსული დამოუკიდებელი მედიის „მედიაზონისა“ და „აგენტსტვოს“ ჟურნალისტებმა შეამჩნიეს.

გამოცემა „აგენტსტვოს“ ინფორმაციით, შოიგუ ბოლოს რუსულ მედიასაშუალებებში 11 მარტს გამოჩნდა, როდესაც თავის თურქ კოლეგას ჰულუსი აკარს ესაუბრა. იმავე დღეს, რუსეთის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია ცენტრალურ სამხედრო კლინიკურ ჰოსპიტალში შოიგუს ვიზიტის შესახებ, სადაც მან რუს სამხედროებს უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობისათვის ჯილდოები გადასცა.

18 მარტს კრემლის ოფიციალურ გვერდზე იუწყებოდნენ, რომ შოიგუ ესწრებოდა პუტინთან არსებული  უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრების სხდომას. ამ შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასლა არ გამოქვეყნებულა. იმავე დღეს რუსეთის პირველ არხზე გავიდა სიუჟეტი, რომელშიც შოიგუ სამხედროებს ჯილდოებს გადასცემს, თუმცა კადრები სრულად ემთხვეოდა 11 მარტს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოს.

ამასთან, გამოცემა „აგენტსტვო“  ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ 11 მარტამდე სიუჟეტები და ახალი ამბები მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომელშიც შოიგუ მონაწილეობდა, დღეში რამდენჯერმე ვრცელდებოდა. 11 მარტის შემდეგ კი ვრცელდება ინფრომაციები ღონისძიებების შესახებ, რომელშიც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი მონაწილეობს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge