png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

შვეიცარიის ალპებში რუსი მილიარდერის აპარტამენტი დააყადაღეს

  • მსოფლიო
  • 22.03.2022
  • 18:13
შვეიცარიის ალპებში რუსი მილიარდერის აპარტამენტი დააყადაღეს

შვეიცარიის ხელისუფლებამ დააყადაღა ბერნის კანტონში, გოლფ-კურორტზე აპარტამენტი, რომლის მფლობელიც რუსი მილირდერი პიოტრ ავენია.

ავენი რუსეთის უმსხვილესი ბანკის "ალფა ბანკის" თანადამფუძნებელია და ბოლო დრომდე ამ ფინანსური ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს მეთაურობდა. ავენმა დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტი 1-ელ მარტს მას შემდეგ დატოვა, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო სანქცირებულთა ნუსხაში აღმოჩნდა.

დაყადაღებული სამოთახიანი აპარტამენტი მდებარეობს შვეიცარიის დედაქალაქ ბერნის კანტონში, გოლფის კურორტზე, მდიდრული Les Hauts de Gstaad კომპლექსის მეხუთე სართულზე.

გასულ კვირას იტალიის ხელისუფლებამ ხმელთაშუა ზღვის კუნძულ სარდინიაზე ავენის საკუთრებაში არსებული სამშენებლო კომპლექსი დააკავა. თავად მილიარდერმა მასზე დაწესებულ სანქციებს "უსაფუძვლო და არაგონივრული" უწოდა.

2021 წელს ავენის ქონება 5 მილიარდ დოლარად შეფასდა, მან 30-ე ადგილი დაიკავა რუსეთის 200 უმდიდრესი ბიზნესმენის სიაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge