png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ტურიზმის სფეროში კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე პოლონერი სპეციალისტები იზრუნებენ

  • ეკონომიკა
  • 29.09.2015
  • 14:01
ტურიზმის სფეროში კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე პოლონერი სპეციალისტები იზრუნებენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლების გადასამზადებლად პოლონეთიდან ექსპერტები ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც ადგილობრივ კადრებს ტრენინგებს ჩაუტარებენ და გადაამზადებენ.

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე პოლონეთის სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან სილეზიის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის პრეზიდენტი გრეგორ ვოლნიკი, სილეზიის სავოევოდოს ვიცე მარშალი და მმართველთა საბჭოს წევრი კაზიმირ კაროლჩაკი, რეგიონული პარლამენტის მრჩეველი მარტინა სტარკი-იაჟდჟიკი, მარშალის კაბინეტის დირექტორის მოადგილე დარია კოსმალა, საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგნელი კარინა ივანი და ქ. პეკარის მერი სლავა უმინსკა-დურაი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო რეგიონის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები. ხაზი გაუსვა გეოპოლიტიკურ მდებარეობას, საზღვრისპირა რეგიონის ურთიერთობას მეზობელ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებს.

ურთიერთ თანამშრომლობის ფარგლებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უკვე ორმა ბათუმელმა მედიკოსმა სილეზიის რეგიონის წამყვან კლინიკაში გადამზადების 2 კვირიანი კურსი გაიარა.

უახლოეს პერიოდში კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლების გადასამზადებლად პოლონეთიდან ჩამოდიან ექსპერტები, რომლებიც ტრენინგებს ჩაუტარებენ ადგილობრივ კადრებს.

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია თანას სარეაბილიტაციო ცენტრის სპეციალისტების გადამზადება და დამატებითი აღჭურვილობის შეძენა ცენტრისათვის, აჭარის მუზეუმების პერსონალის სასწავლო ვიზიტი სილეზიაში, სადაც ისინი შეხვდებიან სილეზიის მუზეუმის ხელმძღვანელებს, ჩაუტარდებათ პრეზენტაციები და ტრენინგები. ასევე ტრადიციული ხელობის, ფოლკლორის ადათ-წესებისა და ტრადიციების გამოყენების მეთოდების შესწავლისა და რეგიონის ტურისტული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მოხდება თანამშრომლობა სილეზიის კულტურის დეპარტამენტთან, რეგიონული კულტურის და განათლების ცენტრებთან. იგეგმება თანამშრომლობა კულტურული ტურიზმის კუთხით, პრეზენტაციები, მონიტორინგი თანამშრომლობის სფეროების გამოკვლევის მიზნით.

რეგიონებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას საფუძველი 2011 წლის 17 ივნისიდან ჩაეყარა, როდესაც ქალაქ კატოვიცეში ხელი მოეწერა აჭარასა და სილეზიის სავოევოდოს შორის შეთანხმებას თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობის განვითარების შესახებ. თანამშრომლობა ითვალისწინებს ეკონომიკის, ტურიზმის კულტურისა და ხელოვნების, ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერების, ასევე სასოფლო ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს. ამ მიზნით ორმხრივი კომისია, ყოველი წლის დასაწყისში ამტკიცებს სამოქმედო პროგრამას და ხორციელდება პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პოლონეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და იგი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას აქტიურად უჭერს მხარს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge