png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მადლიერები ვართ “საქართველოს ფოსტის”, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოსახლეობას სრულიად უსასყიდლოდ გაგზავნოს ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის მიმართულებით - UkrPoshta

  • საზოგადოება
  • 21.03.2022
  • 12:32
მადლიერები ვართ “საქართველოს ფოსტის”, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოსახლეობას სრულიად უსასყიდლოდ გაგზავნოს ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის მიმართულებით - UkrPoshta

“მადლიერები ვართ “საქართველოს ფოსტის” ინიციატივის, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოსახლეობას სრულიად უსასყიდლოდ გაგზავნოს ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის მიმართულებით. “საქართველოს ფოსტასთან” არაჩვეულებრივი კავშირი გვაქვს. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ფოსტამ ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს მუშაობა, რისთვისაც “საქართველოს ფოსტა” გვერდში გვიდგას. დახმარების პირველი ნაწილი, რომელიც საქართველოდან გამოგვიგზავნეს, ეს იყო სხვადასხვა პროდუქტი, ტანსაცმელი, საკვები, ბავშვებისთვის საჭირო ნივთები, სამედიცინო დახმარება და ა.შ, იმ რეგიონებში გავანაწილეთ, რომლებიც ახლა განსაკუთრებულ თანადგომას საჭიროებენ. ძალიან მადლიერები ვართ ასეთი მხარში დგომისთვის”, - განაცხადა უკრაინის ეროვნული საფოსტო ოპერატორი კომპანიის “Ukrposht” - ის საერთაშორისო ოპერაციების ხელმძღვანელმა, იულია პავლენკომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. 

“საქართველოს ფოსტამ“ 28 თებერვლიდან დღემდე 200 ტონამდე ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთი გაგზავნა უკრაინის მიმართულებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით დაწყებული ფართომასშტაბიანი კამპანიის - „აწარმოე უკრაინისთვის“ ფარგლებში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პირველი ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი გაიგზავნა.

ქართული კომპანიების მხარდაჭერით შეგროვდა 40 ტონამდე პროდუქცია, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქტები, ბავშვთა კვება, ტანსაცმელი, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების პროდუქცია. ამავე კამპანიის ფარგლებში დამატებით, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი, 10 ტონამდე ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში. ორივე ჯერზე ტვირთების ტრანსპორტირება და ლოგისტიკა „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო.

ამასთან, „საქართველოს ფოსტამ“ 28 თებერვლიდან დღემდე ფიზიკური პირებისგან მიიღო და უსასყიდლოდ გაგზავნა 6 ტონამდე ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათები უკრაინის მიმართულებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge