png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ადამიანები მოგლეჯილი კიდურებიდან სისხლისგან იცლებიან, დაღუპულებს ადგილზევე მარხავენ - მარიუპოლელი ქალი, რომელმაც ქალაქიდან გაღწევა მოახერხა

  • მსოფლიო
  • 17.03.2022
  • 11:33
ადამიანები მოგლეჯილი კიდურებიდან სისხლისგან იცლებიან, დაღუპულებს ადგილზევე მარხავენ - მარიუპოლელი ქალი, რომელმაც ქალაქიდან გაღწევა მოახერხა

მარიუპოლი შიშის, სიკვდილისა და საშინელებათა ქალაქია. ამის შესახებ Facebook-ზე წერს მარიუპოლელი კრისტინა ჯოლოსი, რომელმაც რუსი ტერორისტების მიერ ბლოკირებული ქალაქიდან გაღწევა მოახერხა.

ჯოლოსი წერს, რომ მარიუპოლში არ უშვებენ ჰუმანიტარულ ტვირთს. მოქალაქეებს მარიუპოლის დატოვება ცეცხლის ქვეშ უწევთ, ერთიანდებიან კოლონებად და ავტომობილებს აკრავენ წარწერას - „ბავშვები“.

 „ქალაქში არ არის კავშირი, წყალი, გაზი, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ადამიანები ეზოებში მოგლეჯილი კიდურებიდან სისხლისგან იცლებიან და ვერავინ ეხმარება. ისინი მშვიდობიანი ადამიანები არიან, ჩვენი და თქვენი ნაცნობები, ნათესავები. დაღუპულებს ადგილზევე მარხავენ, მერე კი ოჯახის წევრები ვეღარ პოულობენ. ეს ხშირად ხდება -  წყლის ძებნის დროს, რიგებში ან ცეცხლზე წვნიანის მომზადებისას“, - წერს ქალი.

მისი თქმით, ქალაქის მოსახლეობა აგროვებს თოვლს, ადნობს ცეცხლზე და ასე ამზადებს მაკარონს.

„ჩემი ოჯახი გიმნაზიის თავშესაფარში იმყოფებოდა, სამი დღის წინ იქ ჭურვი ჩავარდა, ჩაისმხვრა ფანჯრები, ერთი ქალი ბარძაყში დაიჭრა ნამსხვრევებისგან, მთელი ღამე იწვა გიმნაზიის პირველ სართულზე და საწამლავს ითხოვდა, რომ ტკივილი არ ეგრძნო. საავადმყოფოში ვერავინ წაიყვანდა,“- წერს კრისტინა.

ის ამბობს, რომ ქალაქში დარნენ დედამისი, სამი ძმა, დედამთილი და მამათილი. კრისტინა წერს, რომ მარიუპოლში თითქმის აღარ არის თავშესაფრები და ქალაქიდან ხალხის დაიყოვნებლივ გამოყვანაა საჭირო.

 „ხალხი უნდა გამოვიყვანოთ, ქალები, ბავშვები. მოხუცები. გაგზავნეთ ავტობუსები, შეთანხმდით მწვანე დერეფნებზე!! ვლოცულობ ახლობლებისთვის, ყოველი მარიუპოლელისთვის და უკრაინელი ჯარისკაცებისთვის. მტერი ჩვენთან მოვიდა და არჩევანი არ დაგვიტოვა, მაგრამ ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული არაფერია. ეს უნდა დამთავრდეს!!!!!!“, - წერს კრისტინა.

მისი თქმით, მაღაზიები და აფთიქები გაძარცვულია, ადამიანებს წყალი და საკვები არ აქვთ. დაღუპულების ცხედრები არ გააქვთ და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ფანჯრები გააღონ და აივანზე გაიტანონ- შემდეგ კი სამლოცველოებში.

 „არ ვიცი შემდეგ რა იქნება, ვლოცულობ, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს უკრაინის არც ერთ ქალაქსა და მსოფლიოში, არც ერთ ოჯახში. გოგონა, რომელმაც ბავშვი გააჩინა საავადმყოფოში, რომელსაც ბომბი დაეცა, ორსული, რომელიც იმავე საავადმყოფოში გარდაიცვალა, ისე, რომ ვერც მოასწრო სიცოცხლის ჩუქება {ბავშვისთვის}, დედები, რომლებიც შიშისგან კანკალებენ და შვილებს იფარავენ... მოხუცი, რომელსაც გადარჩენის შანსი აღარ დარჩენია, დაჭრილი მშვიდობიანი ადამიანები, რომლებიც ქუჩის ბრძოლების შედეგად იღუპებიან“, - წერს კრისტინა.

შეგახსენებთ, გუშინ, 16 მარტს რუსეთის არმიამ მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობა დაბომბა, სადაც 1200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge