png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ელექტრო ავტომობილები Europcar Georgia-ს მომსახურებაში

  • ეკონომიკა
  • 14.03.2022
  • 19:11
 ელექტრო ავტომობილები Europcar Georgia-ს მომსახურებაში

Europcar Georgia პირველი ავტოგაქირავების კომპანიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სატრანსპორტო მომსახურებას და საოპერაციო ლიზინგს ეკომეგობრული ტრანსპორტით სთავაზობს. კომპანიის ავტოპარკს სრულად ელექტრო ავტომობილები შეემატა.

ამ ნაბიჯით Europcar Intrenational-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, იღებს პასუხისმგებლობას გაუფრთხილდეს გარემოს, ხელი შეუწყოს ელექტრო მანქანების პოპულარიზაციას, რაც თავის მხრივ გამონაბოლქვის შემცირებას უზრუნველყოფს.

ელექტრო მანქანების არჩევით, როგორც დღიური გაქირავების, ასევე კორპორაციული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თავადაც შეუერთდეს კომპანიის პრიორიტეტულ მიმართულებას და იზრუნოს გარემოზე.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვასთან ერთად, Europcar Gerogia-ს ახალი შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელი მნიშვნელოვნად ზოგავს ფინანსებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საწვავზე მომუშავე მანქანებთან შედარებით, ელექტრო ავტომობილებს ნაკლებად სჭირდება ტექნიკური სერვისი.

"მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოს ბაზარზეც, ელექტრო ავტომობილები სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ პროცესს ეკოლოგიაზე ზრუნვის გარდა,საწვავზე ფასების ზრდამაც შეუწყო ხელი. ბაზარზე გაჩნდა ახალი მოთხოვნა, რასაც კონკრეტული შეთავაზებით ვუპასუხეთ და სატრანსპორტო მომსახურებას და საოპერაციო ლიზინგს ელექტრო მანქანებიც დავამატეთ. მომხმარებელს უკვე შეუძლია ეკომეგობრული გადაწყვეტილება მიიღოს, - აირჩიოს ელექტრო ავტომობილი, რაც საბოლოოდ მათ თანხასთან ერთად, დროსაც დაუზოგავს", – Europcar Georgia-ს დირექტორი სანდრო საყვარელიძე.

Europcar Georgia-ს მომსახურებით სარგებლობისათვის შეგიძლიათ სასურველი ავტომობილი კომპანიის ვებგვერდზე დაჯავშნოთ. შეთავაზებაშია, როგორც საწვავზე მომუშავე და ჰიბრიდი, ასევე სრულად ელექტრო ევტომობილები.

Europcar Georgia თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სამ ძირითად სერვისს სთავაზობს: ავტომობილების დღიური გაქირავება, საოპერაციო ლიზინგი და სატრანსპორტო მომსახურება. ამჟამად “Europcar Georgia”-ს მფლობელობაში 300-მდე სხვადასხვა კლასის და ტიპის ავტომობილია, კომპანია 90-მდე ადამიანს ასაქმებს და 50-მდე პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს. მიმდინარე წელს „Europcar Georgia“-ს მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის „Rising Star“-ის სტატუსი მიენიჭა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge