png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„საქაერონავიგაციასა“ და კომპანია „Thales”-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

  • ეკონომიკა
  • 18.02.2016
  • 12:53
„საქაერონავიგაციასა“ და კომპანია „Thales”-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქაერონავიგაციასა“ და კომპანია „Thales” შორის სარადარო სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტის ღირებულება 2 მილიონი ევროა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა და კომპანია „Thales”-ის ვიცე-პრეზიდენტმა ოლივიერ აჩარდიმ.

ხელშეკრულების მიხედვით, ფრანგული კომპანია ვალდებულებას იღებს, უზრუნველყოს საქართველოში არსებული სამი რადიოლოკატორის ტექნიკური მხარდაჭერა, სისტემისა და პროგრამული უზრუნველყოფის გეგმიური განახლება მომდევნო 5 წლის განმავლობაში. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კომპანია „Thales”-ის წარმომადგენლის მიერ რადიოლოკატორების ტექნიკური შემოწმება წელიწადში ერთხელ, რომლის საფუძველზეც მომზადდება ყოველწლიური ანგარიში. რადარების ტექნიკური პარამეტრები მუდმივ რეჟიმში აისახება „Thales”-ის სათაო ოფისის ტექნიკურ ბაზაში და საჭიროების შემთხვევაში მომსახურება განხორციელდება ცხელი ხაზისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ასევე დაგეგმილია შპს „საქაერონავიგაციის“ თანამშრომლების თეორიული და პრაქტიკული ტრეინინგი საფრანგეთში.

„კომპანია THALES GROUP ფრანგული მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც აპროექტებს და აშენებს ელექტრონულ სისტემებს და სთავაზობს სერვისებს საჰაერო სივრცის, თავდაცვის, ტრანსპორტისა და უშიშროების სფეროში მომუშავე კომპანიებს. THALES GROUP-ს 50-ზე მეტ ქვეყანაში 68 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. საჰაერო სივრცის მართვის სფეროში კომპანია “Thales”-ის მიერ წარმოებული სისტემები ყველაზე სანდოა. “Thales”-ის სანავიგაციო სისტემებს მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყანა იყენებს. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში სამი აფრენილი თვითმფრინავიდან ორი “Thales” -ის სისტემების მეშვეობით კონტროლდება,”- განაცხადა შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

კომპანია „Thales”-ის ტექნიკური მხარდაჭერის საშუალებით, შპს „საქაერონავიგაციის“ სარადარო სისტემები მუდმივად შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო ნორმებთან და რეკომენდაციებთან, რაც, თავის მხრივ, საშუალებას მისცემს კომპანიას ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ეფექტურად მოემსახუროს ავიაკომპანიებს.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge