png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თიბისი ბანკი სასტუმროებს ონლაინ გადახდების სისტემას სთავაზობს

  • ეკონომიკა
  • 16.02.2016
  • 16:35
თიბისი ბანკი სასტუმროებს ონლაინ გადახდების სისტემას სთავაზობს

თიბისი ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში  მოქმედი  სასტუმროები  (ბრენდირებული და საოჯახო სასტუმროების გარდა) საკუთარი  მომხმარებლისთვის  ვებ-გვერდის, ონლაინ  დაჯავშნისა და ონლაინ გადახდის  სერვისის შეთავაზებას  შეძლებენ.

სასტუმროები, რომლებიც  პროექტში ჩაერთვებიან,  მზა ონლაინ ვებ-გვერდით ისარგებლებენ.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველი და უცხოელი ტურისტები სასტუმროს შესახებ ინფორმაციის მიღებას, ოთახის დაჯავშნასა და საფასურის გადახდას უკვე ონლაინ, კონკრეტული სასტუმროს ვებ-გვერდის საშუალებით შეძლებენ. მომხმარებელს საფასურის გადახდა  ნებისმიერი ტიპის ბარათით შეეძლებათ, ონლაინ გადახდების სისტემას  თიბისი ბანკი უზრუნველყოფს. 

პროგრამა სიახლეა საქართველოს ბაზარზე და ის მიზნად ისახავს, ტურისტული  ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას. პროექტს კომპანია „პროსერვისი“ თიბისი ბანკისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ახორციელებს.

ახალი ონლაინპროგრამის - „სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემების“ პრეზენტაცია თიბისი ბანკის სათავო ოფისში გაიმართა და მას  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და საქართველოში მოქმედი სასტუმროების წარმომადგენლები დაესწრნენ.

”სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემის“ ინტერგრაცია  უკვე დაწყებულია და ის ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, „პროსერვისის“ ტექნოლოგიების ექსპერტები თბილისსა  და საქართველოს სხვა ქალაქებში  დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგებს უსასყიდლოდ ჩაატარებენ .

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge