png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

შს მინისტრის მოადგილე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა

  • სამართალი
  • 16.02.2016
  • 16:17
შს მინისტრის მოადგილე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს -დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაწეულისამუშაო და შედეგები შეაჯამეს. შს მინისტრის მოადგილემ გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს სამინისტროს მიერ 2014 წელს დაწყებულიპროგრამა გააცნო. პროგრამის ფარგლებში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსახლეობასთან 2100-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა; ჩატარდა მედია-კამპანია ოჯახში ძალადობის საკითხებზე; შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსდა ინტერაქტიული რუკა და ანგარიშები,რომელიც ძალადობის ფაქტებზე რეაგირების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას იძლევა; პოლიციელებმა სპეციალური გადამზადება გაიარეს და500-მდე პოლიციელი ქალი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლაში ჩაერთო; საქართველოს ხელისუფლებამ ამ კუთხითკანონმდებლობა შეცვალა და გაამკაცრა.

პროგრამის განხორციელების შედეგად, 2015 წელს მოძალადეთა დევნის მაჩვენებელი 40%-დან 90%-მდე გაუმჯობესდა, შემაკავებელიორდერების გაცემის მაჩვენებელი კი წელიწადში 227-დან 2598-მდე გაიზარდა. ასევე, ორჯერ გაიზარდა ოჯახში მომხდარი დანაშაულისგამოვლენის მაჩვენებელიც.

2016 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ უკვე მეორე, ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც დამატებითიღონისძიებების განხორციელებას ადრეული ქორწინების წინააღმდეგაც ითვალისწინებს.

დუბრავკა სიმონოვიჩი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტითეწვია საქართველოს. მან  2016 წლის ივნისში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 32-ე სესიაზე საქართველოს შესახებ ანგარიში უნდაწარადგინოს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge