png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„შეცვალე დამოკიდებულება“ - საბურთალოს გამგეობა სკოლებში შშმ პირთა თემატიკაზე ახალ პროექტს იწყებს

  • საზოგადოება
  • 16.02.2016
  • 15:37
„შეცვალე დამოკიდებულება“ - საბურთალოს გამგეობა სკოლებში შშმ პირთა თემატიკაზე ახალ პროექტს იწყებს

საბურთალოს რაიონის გამგეობამ რაიონში არსებული 19 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ახალი პროექტი დაიწყო - „შეცვალე დამოკიდებულება“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემატიკის შესახებ მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

პროექტის პირველი საპრეზენტაციო შეხვედრა დღეს N52 საჯარო სკოლაში გაიმართა. ღონისძიება საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გახსნა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამოქალაქეთა საზოგადოებაში ინტეგრაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საკითხი თბილისის მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი უკვე განხორციელდა.

„პროექტები დევიზით „შეცვალე დამოკიდებულება“ ჩვენ შარშან დავიწყეთ, როდესაც თბილისში ჩატარდა სპორტული გარბენი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შშმ პირებმა, რომლებმაც საბურთალოდან თავისუფლების მოედნამდე ჩვენთან ერთად დაფარეს ხუთ კილომეტრამდე მანძილი და ამით დაგვიმტკიცეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. უფრო მეტიც, იმავე დღეს კაპრალმა თემურ დადიანმა, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, საკუთარი რეკორდი მოხსნა და გინესის ახალი რეკორდი დაამყარა ხელით აზიდვებში. ამიტომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ისეთ სოციალურ, საგანმანათლებლო თუ სპორტულ პროექტებს, რითაც ხელს შევუწყობთ საზოგადოებაში ამ დამოკიდებულების ცვლილებას“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სალექციო კურსს მეცნიერებათა დოქტორი ლალი გელაშვილი კითხულობს. N52-ე სკოლაში გამართულ შეხვედრას პროექტ „ნიჭიერის“ მონაწილეები, ნინო დევიძე და კოკა მუმლაძეც ესწრებოდნენ. მათ აუდიტორიას მიმართეს და განაცხადეს, რომ სატელევიზიო შოუში მონაწილეობის შემდეგ მათ მიმართ დამოკიდებულება ნამდვილად შეიცვალა, თუმცა მანამდე მათ ხშირად უგრძვნიათ თავი საზოგადოებისგან გარიყულად.

აღნიშნული სალექციო კურსი მოიცავს ვიდეო რგოლების ჩვენებას, დისკუსიებს, კონკრეტული შემთხვევების განხილვას, ასევე სპეციალური კითხვარების შევსებას ლექციის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ.

„შეცვალე დამოკიდებულება“ სამთვიანი პროექტია და ის რაიონის 19 საჯარო სკოლაში ეტაპობრივად განხორციელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge