png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ზაფხულის სეზონს აჭარა განახლებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრებით შეხვდება

  • ეკონომიკა
  • 16.02.2016
  • 15:08
ზაფხულის სეზონს აჭარა განახლებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრებით შეხვდება

2016 წლის ზაფხულში ტურისტებს აჭარის მუნიციპალიტეტებში განახლებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრები მოემსახურება, სადაც წელს ადგილობრივი წარმოების პროდუქტები და სუვენირები გაიყიდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო საინფორმაციო ცენტრების შიდა და გარე დიზაინის განახლებასა და შეცვლას მუნიციპალიტეტებში გეგმავს. გარდა ამისა, სააგენტო მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრებში საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული მარშრუტების რეალიზაციასაც დაიწყებს. მუნიციპალიტეტის ვიზიტორებს, საშუალება ექნებათ ნებისმიერ ტურისტული მარშრუტი აჭარის სხვადასხვა ტურისტული ობიექტის მიმართულებით საინფორმაციო ცენტრშივე შეიძინოს. სააგენტოს ყველა საინფორმაციო ცენტრებში მიმდინარე წლიდან უკვე შესაძლებელი იქნება აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი და ადგილზე წარმოებული პროდუქტებისა და სუვენირების შეძენაც.

„ჩვენი რეგიონი მდიდარია და გამოირჩევა, როგორც ადგილზე წარმოებული კვების პროდუქტების, ასევე სუვენირების მრავალფეროვნების მხრივაც. ტურისტს, რომელიც ესტუმრება ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს მაგალითად, ქობულეთში იქვე შეეძლება გაეცნოს, როგორც ამ მუნიციპალიტეტში არსებულ მარშრუტებს, ასევე ადილობრივი ყოფა ცხოვრების წარმომჩენ პროდუქტებსა და ხელნაკეთ ნივთებს,“ აცხადებს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს უფროსი თინათინ ზოიძე.

ამ ეტაპზე სააგენტო მუნიციპალიტეტბში გამოკვეთილი ტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირებასა და სერვისების დაზუსტებაზე მუშაობს. სეზონისთვის ტურისტებს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მარკირებული და განიშნულიანებული ტურისტული სამოგზაურო ბილიკები დახვდება.

„ჩვენ ვგეგმავთ მაღალმთიანი აჭარისა და ქობულეთის მზა ტურისტული მარშრუტები ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს გადავცეთ. ჩვენი მიზანია ისინი მაქსიმალურად ჩავრთოთ საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციასა და რეალიზაციაში,“ განაცხადა თინათინ ზოიძემ.

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს რეგიონში 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აქვს, რომელსაც წელს კიდევ ერთი ბათუმი ცენტრალის შენობაში შეემატება. საინფორმაციო ცენტრების მომსახურება მნიშვნელოვანი სერვისია ტურისტულად აქტიური ქალაქისთვის, რასაც ცენტრებში ვიზიტორთა მზარდი რაოდენობაც მიუთითებს. გასულ წელს რეგიონში ტურისტულ საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით 100 000-ზე მეტმა ტურისტმა ისარგებლა. ცენტრებში ასევე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 90 90 93 (91), რომელზედაც ტურიზმის მიმართულებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge