png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველო თურქეთისთვის არის სტრატეგიული პარტნიორი - თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე

  • პოლიტიკა
  • 21.02.2022
  • 20:02
საქართველო თურქეთისთვის არის სტრატეგიული პარტნიორი - თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე

"საქართველო თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში უსაფრთხოება და სიმშვიდე - თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს გაერთიანებას ნატოსა და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში, ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ამას ჩვენ მტკიცედ ვაცხადებთ ყველა პლატფორმაზე", - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის ურთიერთთანამშრომლობის ოქმის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

გაფართოებული შეხვედრის და ურთიერთთანამშრომლობის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა და მუსტაფა შენთოფმა მედიასთან ოფიციალური განცხადებები გააკეთეს.

მისი თქმით, რეგიონში არსებული ვითარებისას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივ და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას. ამ კონტექსტში, მუსტაფა შენთოფმა ყურადღება ორი ქვეყნის პარლამენტს შორის ხელმოწერილ ურთიერთთანამშრომლობის ოქმზე გაამახვილა.

მინდა, გამოვთქვა ჩვენი კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ შალვა პაპუაშვილის მოწვევის საფუძველზე, დღეს საქართველოში ვიმყოფები. მსურს, გადმოგცეთ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ასევე პარლამენტის წევრების და თურქი ხალხის მისალმებას.

ჩემთან ერთად არის დელეგაცია, რომელიც შედგება სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი დეპუტატებისგან. გვქონდა შეხვედრები როგორც პირისპირ, ასევე, გაფართოებულ ფორმატში, სადაც განვიხილეთ როგორც რეგიონული, ასევე, საერთაშორისო საკითხები და მიმდინარე მოვლენები.

თურქეთი და საქართველო მეგობარი ქვეყნები არიან, არიან მოკავშირეები და რაც მთავარია, საქართველო თურქეთისთვის არის სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები. ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები უნდა გადავიტანოთ საპარლამენტო დონეზეც. სასიხარულოა, რომ იზრდება ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის და 2021 წელს მან მიაღწია 2.1 მილიარდ დოლარს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქ ბიზნესმენებს, რათა ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონში უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს. თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს გაერთიანებას ნატოსა და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში. ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ამას ჩვენ მტკიცედ ვაცხადებთ ყველა პლატფორმაზე. ამ პერიოდში, როდესაც არის ძალიან სენსიტიური დამოკიდებულება რეგიონში, ზოგადად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საპარლამენტო ურთიერთობებს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. აღნიშნული მიმართულებით, მნიშვნელოვანია ის ოქმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ“,- განაცხადა დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.

მუსტაფა შენთოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით თურქეთში მიიწვია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge