png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა

  • სპორტი
  • 20.02.2022
  • 19:02
პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა

20 თებერვალს, პეკინში ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების დახურვის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

ცერემონია პეკინის ეროვნულ სტადიონზე, მეტსახელით "ჩიტის ბუდე", გაიმართა. ტრიბუნებზე, სხვათა შორის, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინიც იმყოფებოდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პეკინის ოლიმპიადის ტრიუმფატორები ნორვეგიელები არიან, რომელთაც 16 ოქროს, 8 ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მეორე ადგილზე გერმანია გავიდა 12 ოქროს, 10 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით, მას მოსდევს ჩინეთი 9 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით.

მეოთხე ადგილს დასჯერდა შეერთებული შტატები 8 ოქროს, 10 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედლით, ხოლო მეხუთეზე 8 ოქროს, 5-5 ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით, შვედეთი გავიდა.

ოლიმპიურ თამაშებზე წელს საქართველოს სახელით სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) ცხრა სპორტსმენი წარსდგა.

პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა იასპარეზა და 31-ე ადგილზე გავიდა. საბა 2010 წელს ვანკუვერის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილია.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ამ რაოდენობის სპორტსმენი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს არ ჰყოლია. წელს ქართველი მოციგურავეები, ისტორიაში პირველად გუნდური ოლიმპიური მედლებისთვისაც იბრძოდნენ.

ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას დუეტმა სპორტულ ცეკვებში მეცხრე ადგილი დაიკავა. ეს კი ზამთრის ოლიმპიადებზე ქართული რეკორდია.

აქამდე ჩვენი ქვეყნის ორ წარმომადგენელს ჰქონდა დაფიქსირებული მეათე ადგილი – ელენე გედევანიშვილს 2006 წელს და მორის ყვითელაშვილს 2022 წელს.

ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცთა შორის მორის ყვითელაშვილი მეათე ადგილზე გავიდა. ეს ჩვენი რეკორდის გამეორებაა, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2006 წლის ოლიმპიადაზე მოციგურავე ელენე გედევანიშვილი სწორედ მეათე იყო.

ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში მე-11 ადგილი დაიკავა.

სპეციალურ სლალომში სამთო მოთხილამურე სოსო ჯაფარიძემ 32-ე პოზიცია დააფიქსირა.

რიტმულ ცეკვებში პეკინის ოლიმპიადაზე გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას დუეტმა თავისუფალ პროგრამაში მე-19 ადგილი დაიკავა.

ქალთა შორის სლალომში მონაწილეობდა ნინო წიკლაური, რომელმაც ასპარეზობა 42-ე დაასრულა, ხოლო გიგანტურ სლალომში 32-ე იყო.

ზამთრის მომდევნო ოლიმპიადას იტალია უმასპინძლებს.

მილანსა და კორტინაში ოლიმპიადა 2026 წელს გაიმართება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge