png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თქვენ ამ ქვეყანას ღირსება უკვე ახადეთ - სალომე სამადაშვილი "ქართულ ოცნებას"

  • პოლიტიკა
  • 15.02.2022
  • 14:42
თქვენ ამ ქვეყანას ღირსება უკვე ახადეთ - სალომე სამადაშვილი "ქართულ ოცნებას"

საკუთარი ქვეყნისთვის ღირსების აყრად მიმაჩნია, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს დღეს, როდესაც გეოპოლიტიკურ ქარცეცხლში გახვეულ ქვეყანაში ერთადერთი ამოცანით ხართ დაკავებული და ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების მცდელობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის დღევანდელი გადაწყვეტილება ისტორიას დარჩება.

„მე, პირადად, საკუთარი ქვეყნის ღირსების ახდად მიმაჩნია ის, რაც ხდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებით. ღირსების აყრად მიმაჩნია ის, რასაც აპირებთ, წაართვათ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს მისი წარმომადგენლობითი მანდატი. თქვენ ამ ქვეყანას ღირსება უკვე ახადეთ და დღეს ამ დარბაზში ერთადერთ რამეს უნდა უპასუხოთ, მზად ხართ თუ არა, რომ საკუთარ თავსაც წაართვათ ღირსება, როდესაც უკანონო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე წაართმევთ მანდატს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს, ეს არჩევანი თქვენი გასაკეთებელია და ისტორიას დარჩება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტი ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღებს. გუშინ, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ საკითხს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge