png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თუ ვინმე არაა დღეს მზად რიგგარეშე არჩევნებისთვის, ეს ოპოზიციაა - გიგი უგულავა

  • პოლიტიკა
  • 08.02.2022
  • 14:13
თუ ვინმე არაა დღეს მზად რიგგარეშე არჩევნებისთვის, ეს ოპოზიციაა - გიგი უგულავა

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს რიგგარეშე არჩევნების ბედი უფრო ოპოზიციის ხელშია ვიდრე მთავრობის. თუ ვინმე არაა დღეს მზად რიგგარეშე არჩევნებისთვის ეს ოპოზიციაა. ეს კვლევებშიც სჩანს, - წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა.

„რიგგარეშე არჩევნები, წინა თვეებისგან განსხვავებით, არც ოპოზიციურ ამომრჩეველს უნდა, რადგან ხედავს რომ, საუკეთესო შემთხვევაში, ოპოზიცია წინა არჩევნების მსგავსი კონფიგურაციით გამოვა და თუნდაც რომ ჯამურად გაიმარჯვოს, ცვლილებებს ვერ მიაღწევს. მაშ რა უნდა ვქნათ, როგორ მივაღწიოთ ცვლილებებს?!

ოცნების კრიტიკა ადვილია. ის ამისთვის ბევრ მიზეზს იძლევა. რა უნდა მოხდეს ოპოზიციაში ისეთი რომელიც ერთის მხრივ უპასუხებს ოპოზიციური ამომრჩევლის დაკვეთას მითიური ერთიანობის შესახებ, მეორეს მხრივ დაასრულებს ოცნების შემოთავაზებულ პოლარიზაციას და გაარღვევს ამ მოჯადოებულ წრეს

ორპოლუსიანობა არაა არც ოცნების და არც ნაცმოძრაობის დამსახურება. ისინი არიან ისეთი როგორც არიან. პრობლემა მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ პარტიებშია, რომლებიც, მსგავსი ღირებულებების მიუხედავად, ვერ ახერხებენ გაერთიანებას. ბოლო არჩევნებმა ანახა რომ კოალიცია მოთხოვნადია, მაგრამ 30% და 3% პარტიათა კოალიციას საზოგადოება ვერ აღიქვავს. კოალიცია საზოგადოებას მოსწონს იმიტომ რომ ენმ-ს შიდა ბალანსი ჰქონდეს. წარსულის გამოცდილებისა თუ ოცნების პროპაგანდის შედეგია ეს, ფაქტია საზოგადოებაში არსებობს ენმ-ს "შებოჭვის"(რაგბის ტერმინია) მოთხოვნა. უბრალოდ არავის სჯერა, რომ 32% მქონე პარტიას ორ და სამ პროცენტიანი პარტიები, რომლებიც ერთმანეთშიც ვერ თანხმდებიან, ენმ-ს შებოჭავენ. ამიტომაც არის რომ ოპოზიციის 54% ოცნების 46% წინააღმდეგ არ ჯამდება. შედეგად, ოცნება უგებს ნაცებს და სხვები იფანტებიან“, - წერს უგულავა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge