png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მიიღე მეტი სარგებელი - თეგეტა მოტორსში ქეშბექი დაბრუნდა

  • ეკონომიკა
  • 07.02.2022
  • 16:35
მიიღე მეტი სარგებელი - თეგეტა მოტორსში ქეშბექი დაბრუნდა

"თეგეტა მოტორსში" ქეშბექ შეთავაზება დაბრუნდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თეგეტას მომხმარებელი ახლა უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. ქულების დაგროვების პროგრამაში ჩართვა პირველივე გადახდაზეა შესაძლებელი.

ქეშბექის პროცენტი ბარათის ტიპის მიხედვით იცვლება. CLASSIC ბარათის მფლობელები თანხის 7%-ს დაიბრუნებენ, SILVER-ის მფლობელებისთვის 10%-ია განსაზღვრული, ხოლო GOLD ბარათის შემთხვევაში ქეშბექი 15%-ია.

"თეგეტა მოტორსში" დახარჯული თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია როგორც სერვისით სარგებლობისას, ასევე ნებისმიერი ავტოპროდუქტის შეძენის შემთხვევაში. შეთავაზებით მომხმარებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ, 17-ვე ფილიალში ისარგებლებს.

"თეგეტას ყოველწლიურად 130 000-მდე მომხმარებელი ჰყავს, რომელსაც შეგვიძლია 300-ზე მეტი ბრენდის პროდუქცია შევთავაზოთ. ჩვენი მიზანია ადამიანებს ავტომობილის ფლობა კიდევ უფრო გავუმარტივოთ. ხარისხიანი სერვისითა და პროდუქციით სარგებლობას „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებელი მიჩვეულია. ახლა კი, დახარჯული თანხის უკან დაბრუნებას შეძლებენ. მათთვის მაქსიმალურად გამარტივებული და მოქნილი ლოიალობის პროგრამა შევქმენით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქეშბექ აქციით სარგებლობას მომხმარებელი პირველივე გადახდაზე შეძლებს, საშუალება ექნება ქულებს თანხა დაამატოს სურვილის შემთხვევაში და წლის ბოლომდე გამოიყენებს", - აცხადებს ვახტანგ ღულაძე, "თეგეტა მოტორსის" კომერციული დირექტორი.

ქეშბექით დაგროვებული თანხის გახარჯვა ნებისმიერ სერვისსა და პროდუქციაზე, ფასდაკლების შემთხვევაშიც ხდება. ქულების გამოყენებისას, თანხის დამატებაც შესაძლებელია.

კომპანიის შესახებ: თეგეტა მოტორსი 26 წლიანი გამოცდილებით, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. კომპანია, რომელმაც ავტომომსახურების სფეროში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს. თეგეტას ფილიალებში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და ა.შ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge