png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარადჭერით კომპანია "ტიფლისი" ორთაჭალაში 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

  • ეკონომიკა
  • 04.02.2022
  • 11:38
საქართველოს ბანკის მხარადჭერით კომპანია "ტიფლისი" ორთაჭალაში 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით კომპანია „ტიფლისი“ ორთაჭალაში 2 ბლოკიან, 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. პროექტის ჯამური მოცულობა 2 600 000 აშშ დოლარია.

“ტიფლისი ორთაჭალა“ საცხოვრებელ ბინებთან ერთად მოიცავს საპარკინგე ადგილებსა და კომერციულ სივრცეს. მას საუკეთესო ლოკაცია, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და რეკრეაციული ზონა გამოარჩევს. პროექტის მიხედვით სკვერი გამწვანებული იქნება სხვადასხვა ჯიშის იშვიათი ხე-მცენარეებით. სკვერში განთავსებული იქნება სივრცე შინაური ცხოველებისთვის, ტრენაჟორები და საბავშვო გასართობი არეალი.

„ჩვენი ახალი პროექტი მთლიანად აშენებულია თანამედროვე მაღალ ტექნოლოგიური თბო საიზოლაციო მასალებით, ფასადი მოპირკეთებულია მარმარილოთი და ეკოლოგიურად სუფთა საღებავით. ეს ყველაფერი ერთად ქმნის საუკეთესო ენერგოეფქტურობას და უსაფრთხოებას. თანამედროვე ტექნოლოგიები მომავალ მაცხოვრებლებს კომუნალურ ხარჯებს თითქმის ორმაგად უმცირებს. პროექტი უზრუნველყოფილია სახანძრო უსაფრთხოების უმაღლესი სისტემებით. მომხმარებლებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ ადგილმდებარეობას და ულამაზეს ხედებს, საუკეთესოდ დაგეგმარებულ ბინებს, რომელიც სრულად მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს. მაღალი ხარისხი, საქმისადმი პროფესიული მიდგომა, კომფორტული გადახდის პირობები და ჩაბარების ვადების დაცვა - ეს სწორედ ის კრიტერიუმებია, რომელზეც ორიენტირებულია ჩვენი კომპანია,“- განაცხადა ნუგზარ ნებირიძემ, კომპანია "ტიფლისის" წარმომადგენელმა.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ დეველოპერულ ბიზნესს, ორივემ ერთად კი მომხმარებელს. კერძოდ, ბანკისა და კომპანია „ტიფლისის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ენერგოეფექტური, მაღალი სტანდარტებით აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი მათზე მორგებული პირობით- გარანტირებული შენაძენით“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.

ინფორმაციისთვის, გარანტირებული შენაძენი საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც დეველოპერისგან ბინის ყიდვის მსურველთათვის შეთავაზებული თითოეული ბინა ბანკის მიერაა დაზღვეული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი რაიმე მიზეზით პროექტი არ დასრულდა, მომხმარებელს ზარალს ბანკი სრულად აუნაზღაურებს. გარანტირებულ შენაძენზე კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3kJyqaN

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge