png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბერძენ ბიზნესმენებს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 15.02.2016
  • 17:01
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბერძენ ბიზნესმენებს შეხვდა

2016 წლის 15 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ჯალაღანიამ შეხვედრა გამართა ბერძნული გემთმფლობელი და სატრანსპორტო კომპანიების - „LPL Shipping S.A." და „Alcon Holding Inc." თანამფლობელებთან ჯორჯ კარასთან და პანაგოს ლემოსთან. შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდა  საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი. 

ბერძენი ბიზნესმენები საქართველოს ა.წ. 15-22 თებერვალს სტუმრობენ. ისინი გეგმავენ ბერძნულ-ქართული სანაოსნო-სატრასპორტო კომპანიის დაარსებას, შესაბამისი ოფისის გახსნას და ქართულ ბაზარზე აქტიურად შემოსვლას.

მინისტრის მოადგილემ ბერძენ ბიზნესმენებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს, ქვეყნის სატრანზიტო  შესაძლებლობების. არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ. დ. ჯალაღანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიის „LPL Shipping S.A." ქართულ ბაზარზე შემოსვლა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელმაც ბიძგი უნდა მისცეს ქართულ-ბერძნული სამეწარმეო-საინვესტიციო ურთიერთობების თვისობრივ გააქტიურებას.

ჯორჯ კარასი და პანაგოს ლემოსი შეხვედრებს ასევე გამართავენ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სს „საქართველოს რკინიგზაში", საქართველოს საპარტნიორო ფონდში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს-საბჭოში, ქ. ბათუმის მერიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, ასევე, ქართული პორტების მმართველ კომპანიებთან და სატრანსპორტო სააგენტოებთან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge