png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პარლამენტში ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ

  • პოლიტიკა
  • 31.01.2022
  • 11:30
პარლამენტში ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ

დღეს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

საკომიტეტო განხილვის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას კანონმდებლები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავჯდომარის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიას შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არასაპატიო გაცდენებია, ხოლო ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში - კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

"რაც შეეხება შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას, თუ პარლამენტის წევრი ერთ სესიაზე ნახევარზე მეტჯერ არ დაესწრება არასაპატიო მიზეზით პარლამენტის სხდომებს, ეს გახლავთ უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. რაც ეხება ბადრი ჯაფარიძეს, გამამტყუნებელი განაჩენი არის შესული ძალაში ბადრი ჯაფარიძის მიმართ და რეგლამენტიდან გამომდინარე, ეს გახლავთ იმის საფუძველი, რომ ჩვენმა კომიტეტმა იმსჯელოს ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინდექსი - საქართველო" მოუწოდებს პარლამენტს, არ შეუწყვიტოს მანდატი ბადრი ჯაფარიძეს.

განახლება: ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ კომიტეტის სხდომა, სადაც აღნიშნულ საკითხზე უნდა ემსჯელად, გადაიდო. როგორც იუწყებია, კომიტეტის რამდენიმე წევრი კოვიდკონტაქტია. შემდეგი სხდომის თარიღი უცნობია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge