png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სწორად უნდა გავიგოთ ხალხის დაკვეთა. თითქმის მთლიანად არის შესაცვლელი სტრატეგიული კომუნიკაცია - ნიკა მელია

  • პოლიტიკა
  • 28.01.2022
  • 16:49
სწორად უნდა გავიგოთ ხალხის დაკვეთა. თითქმის მთლიანად არის შესაცვლელი სტრატეგიული კომუნიკაცია - ნიკა მელია

მოკლედ მინდა შევაფასო NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგი და ის, თუ რა მიმაჩნია მნიშვნელოვან ინდიკატორებად, -  წერს სოციალურ ქსელში ენმ-ს თავმჯდომარე. ნიკა მელია აცხადებს, რომ პოლიტიკური რეიტინგების ნაწილი ფაქტიურად არ არის განსახილველი, უარების ძალიან, ძალიან მაღალი % ის გამო (58% უარი პასუხზე).

"ამასთანავე, შეგვიძლია მცირე შედარება მოვიყვანოთ NDI-ის შარშანდელ (ივლისის) შედეგებთან, სადაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა 6% .

ტექნიკურ თუ მეთოდოლოგიურ საკითხებზე საუბარი შორს წაგვიყვანს - ერთი კი ფაქტია, ის რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს ტელეფონით საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების დასახელება, მხოლოდ ქვეყანაში არსებულ ავტოკრატიასა და შიშზე მიუთითებს, ხოლო ყოველი არჩევნები ნაციონალური მოძრაობის მზარდ რეიტინგს ადასტურებს.

რა თქმა უნდა მე, ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი მხარდამჭერი, უკეთეს საარჩვენო (გარემოს მიუხედავად) შედეგს ვისურვებდი და სწორედ იმიტომ, რომ სურვილი სურვილად არ დარჩეს და ამ ქვეყანაში რეალურ ცვლილებებამდე მივიდეთ, სწორად უნდა გავიაზროთ რა სურს ხალხს და სინამდვილეში რა არის ყველაზე საინტერესო აღნიშნულ კვლევაში:

მნიშვნელოვანია რომ არსებობს კონკრეტული საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მოსახლეობას მიუხედავად გამოხატული თუ არ გამოხატული პოლიტიკური პოზიციისა აქვს ერთნაირი აღქმა, კერძოდ კი:

ის, რომ სიღარიბე და ეკონომიკური საკითხები ერთნაირად პრობლემატურად მიაჩნიათ, როგორც მთავრობის ისე ოპოზიციის მხარდამჭერებს - მნიშვნელოვანი ინდიკატორია რეალური პრობლემების.
ასევე; მოსახლეობის უმეტესობა მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, მიიჩნევს, რომ არც მთავრობა და არც ოპოზიცია მოქმედებს ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს პარტიათა შორის თანამშრომლობას (80%).
მოკლედ, ზუსტად ეს საკითხები განსაზღვრავს ერთის მხრივ ოპოზიციაში არსებულ პრობლემებს, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენი პარტიის (და არა მხოლოდ ჩვენი) მიერ ბოლოდროინდელ არჩეულ სტრატეგიას, ვიყოთ მუდმივ მჭიდრო კონტაქტში ხალხთან არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში. ანუ ყოველი დღე იყოს საარჩევნო კამპანიის მსგავსი.

თუ მაქსიმალურად ვიხელმძღვანელებთ ამ ხალხის პრიორიტეტებით და არა ვიწროპარტიული ინტერესებით - ყველაფერი გამოგვივა.

სწორად უნდა გავიგოთ ხალხის დაკვეთა.

თითქმის მთლიანად არის შესაცვლელი სტრატეგიული კომუნიკაცია..
პირადად ჩემი აზრით, ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური ფრუსტრაციის ფონზე მომავლის ხედვა არის დაკარგული, ხალხს აქვს გაურკვევლობის შეგრძნება, ვერ წარმოუდგენია როგორი იქნება ხვალინდელი დღე.

შესაბამისად, მომავლის კონტსტრუირება უნდა გავაკეთოთ და წინ ვიმოძრაოთ.
ნორმალურ ქვეყანაში მთავარი სიტყვები, რაც საჯაროდ უნდა ისმოდეს, უნდა ეხებოდეს ეკონომიკას, სოციალურ მდგომარეობას, ქვეყნის მომავალს, განსახორციელებელ პროექტებს და ასე შემდეგ.

მოკლედ, ეს წელი უმნიშვნელოვანესი წელია, უამრავ რამეს უნდა ჩაეყაროს საფუძველი..",- წერს ნიკა მელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge