png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ლეგენდარული სპორტსმენი ვიქტორ სანეევი სიდნეიში დაკრძალეს

  • სპორტი
  • 13.01.2022
  • 16:39
ლეგენდარული სპორტსმენი ვიქტორ სანეევი სიდნეიში დაკრძალეს

დღეს ლეგენდარული ათლეტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, საქართველოს მიერ XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული მძლეოსანი ვიქტორ სანეევი სიდნეიში დაკრძალეს.

სიდნეში სამგლოვიარო ცერემონიაზე "ცისფერი ტრიოს" შესრულებით ორი ქართული სიმღერის ჩანაწერი "ზამთარია" და "საქართველოო ლამაზო" მოისმინეს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, სანეევის ოჯახს შესთავაზეს ლეგენდარული სპორტსმენის ნეშტის საქართველოში ჩამოსვენება და სათანადო პატივით დაკრძალვა საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ოჯახის განცხადებით, მიიღეს რთული გადაყვეტილება და დაკრძალვა სიდნეიში გადაწყდა, რადგან შორი მანძილის გამო, საფლავის მონახულებას ხშირად ვერ შეძლებდნენ.

ვიქტორ სანეევი, დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ, თავის მეუღლესთან და ვაჟიშვილთან ერთად უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ავსტრალიაში, სიდნეიში ცხოვრობდა და 2022 წლის 2 იანვარს იქვე აღესრულა 76 წლისა.

ვიქტორ სანეევი იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების, ღირსების ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.

ვიქტორ სანეევი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა მეხიკოს (1968), მიუნხენის (1972) და მონრეალის (1976) ოლიმპიადებზე.

თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვიქტორ სანეევის სახელის უკვდავსაყოფად, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული სპორტსმენის სახელი მიენიჭება

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge