png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

არავაქცინირებული ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს

  • სპორტი
  • 06.01.2022
  • 13:18
არავაქცინირებული ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს

ავსტრალიის ხელისუფლებამ 6 იანვარს, ქვეყანაში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა. ავსტრალიაში ჩასული ჩოგბურთელი რვა საათი გააჩერეს მელბურნის აეროპორტში, გაირკვა, რომ ჯოკოვიჩმა სამედიცინო გამონაკლისი უსაფუძვლოდ მიიღო და ახლა ავსტრალიიდან დეპორტირებას უპირებენ. ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრ გრეგ ჰანტის განცხადებით, სპორტსმენი კოვიდსაწინააღმდეგო რეგულაციებს  არ აკმაყოფილებს.

ჩოგბურთელი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზციაზე უარს ამბობს, ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს და შესაბამისად თავისი ტიტულის დაცას ვერ შელებს. Reuters-ის ინფორმაციით,  ჯოკოვიჩი ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.  

 „წესი წესია, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც საუბარია ჩვენ საზღვრებზე“, - დაწერა მიკრობლოგ Twitter-ზე ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა. მისი თქმით, სწორედ შეზღუდვების მკაცრმა პოლიტიკამ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასტრალიაში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დაბალია.

თავის მხრივ, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ჯოკოვიჩს სოლიდარობა გამოუცხადა. „საერთაშორისო სამართლის შესაბამისად სერბეთი ნოვაკისთვის, სიმართლისა და სამართლაინობისათვის იბრძოლებს“, - დაწერა ვუჩიჩმა Instagram-ზე.

ავსტრალიაში ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში 17-30 იანვარს გაიმართება. მისმა ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ჩემპიონატში მონაწილეობას მხოლოდ შეძლებენ სრულად ვაქცინირებლი, ბოლო 6 თვეში კოვიდგატანილი სპორტსმენები ან ის პირები, რომლებიც წარადგენენ სამედიცინო ცნობას, რომ აცრის გაკეთება უკუჩვენებების გამო არ შეუძლიათ.  ჯოკოვიჩი ამბობდა, რომ სწორედ ამ კატეგორიას განეკუთნებოდა, თუმცა ვერ შეძლო დამტკიცება, თუ რატომ არ იყო ვაქცინირებული.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge