png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საიდან მოდის ვალენტინობა - განკვეთილმა ბერმა ჰომოსექსუალისტ წყვილს ჯვარი დაწერა

  • ეს საინტერესოა
  • 14.02.2016
  • 13:29
საიდან მოდის ვალენტინობა - განკვეთილმა ბერმა ჰომოსექსუალისტ წყვილს ჯვარი დაწერა

14 თებერვალს მსოფლიო ვალენტინის დღეს აღნიშნავს.  ვალენტინობის დღის აღნიშვნა, სათავეს მეხუთე საუკუნის რომიდან იღებს. დღესდღეობით 14 თებერვალი, როგორც წმინდა ვალენტინის ოფიციალური საეკლესიო დღესასწაული, აღინიშნება მხოლოდ პროტესტანტულ ნაწილში, ლუთერანული და ანგლიკანური ეკლესიების მიერ. მართლმადიდებელ ეკლესიაში, წმინდანის ხსენების დღეა 19 ივლისი (ძველი სტილით 6 ივლისი). კათოლიკური ეკლესია არ აღნიშნავს ამ დღეს ოფიციალურად, 1969 წლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ.

შორეულ საუკუნეებში, რომის იმპერიასი ტარდებოდა წარმართული ფესტივალი, რომელიც მიძღვნილი იყო “მგზნებარე" სიყვარულის ქალღმერთ ჯუნო ფებრუატასადმი.ამ ზეიმის დროს ხალხი იწყებდა მოლხენას და ყველა ცდილობდა თავისი ვნებიანი მეწყვილის პოვნას.იგონებენ ახალ ღონისძიებებსაც, როგორიცაა “მის მონაზონი"-სილამაზის კონკურსი კათოლიკე მონაზონ ქალებს შორის.

შუა საუკუნეებში, საფრანგეთსა და ინგლისში, წმ. ვალენტინის ცხოვრებას თანდათან ბევრი ლეგენდა დაუკავშირდა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, შორეულ წარსულში სასტიკმა იმპერატორმა, კლაუდიუსმა აიკვიატა, რომ უცოლშვილო კაცები უკეთ იბრძვიან და მამაკაცებს და ქალებს ქორწინება აუკრძალა. წმინდა ვალენტინი კი, ყველასგან მალულად, შეყვარებულებს ჯვარს სწერდა. ის უბრალო მღვდელი იყო,რომელმაც უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო.  მისი სახელი ქალაქში გავრცელდა. ბოლოს ციხეში აღმოჩნდა, სადაც, სიკვდილით დასჯის მოლოდინში, ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა სიკვდილის წინ გოგონას ბარათი დაუწერა, რომელიც მოგვიანებით ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა. 269 წლის 14 თებერვალს,  წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს. მღვდელი ვალენტინი ეპილეფსიით დაავადებულთა მფარველადაც იყო მიჩნეული. გადმოცემის თანახმად, მას თავადაც სჭირდა ეს. მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებშია დაკრძალული. წმინდანი სიყვარულისა და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად მიიჩნევა.

ოფიციალურად ვალენტინობის დღესასწაული 494 წელს დაინიშნა რომის ეპისკოპოსის გელასის დროს. თუ რატომ დადგინდა წმინდა ვალენტინის ხსენების დღედ 14 თებერვალი, ამის ორი ვერსია არსებობს:

პირველი წმინდანის მოწამეობრივად აღსრულების თარიღს უკავშირდება.

მეორე ვერსიით- როცა დასავლეთ ევროპის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის ხსენების დღედ 14 თებერვალი დააწესა, ამით სურდა, ქრისტიანული შინაარსით ჩაენაცვლებინა წარმართული დღესასწაულის-ლუპერკალების აღნიშვნა.

არსებობს ასევე ისტორიული ცნობა, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ინახავს და ეს არის ვინმე ვალენტინოს, ეკლესიის მიერ განკვეთილი ბერის შესახებ ცნობა, რომელმაც პირველმა დასწერა ჯვარი ჰომოსექსუალისტ წყვილს და ამით განარისხა მთელი ქრისტიანული სამყარო. ეს ზუსტად 14 თებერვალს მოხდა.

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge