png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველო და ქუვეითი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას იწყებენ

  • თავდაცვა
  • 13.02.2016
  • 14:11
საქართველო და ქუვეითი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას იწყებენ

საქართველო და ქუვეითი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას იწყებენ. ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების გზები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და ქუვეითის თავდაცვის მინისტრმა, შეიხ ხალედ ალ-ჯარა ალ-საბამ მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართველი სამხედროები ქუვეითის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში მიიღებენ განათლებას. ქუვეითის წარმომადგენლები კი საქართველოს ესტუმრებიან და ქვეყანაში არსებულ საწვრთნელ შესაძლებლობებსა და სამხედრო მრეწველობას გაეცნობიან. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებზე.
ქუვეითის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ ქუვეითი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კვლავ აგრძელებს უღიარებლობის პოლიტიკას ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთთან მიმართებაში.

შეხვედრის დასასრულს შეიხ ხალედ ალ-ჯარამ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუვეითში მიიწვია. თავის მხრივ, თინათინ ხიდაშელმა ქუვეითელი კოლეგა 24-25 მაისს საქართველოში დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად დაპატიჟა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge