png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა

  • თავდაცვა
  • 12.02.2016
  • 18:23
შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი დაესწრო. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სწავლებაში მონაწილე ქართველ, უკრაინელ, თურქ, ლატვიელ და სომეხ სამხედროებს კურსის დასრულება მიულოცა და მათ მიერ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

„ქართულ შეიარაღებულ ძალებში საჩხერის სამთო მომზადების სკოლა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის, რომელიც ასევე წარმატებით ვითარდება. დღეს ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. სამხედროებმა საკმაოდ რთული ზამთრის მომზადების კურსი გაიარეს თოვლისა და მთის პირობებში თხილამურების გამოყენებით. ძალიან მიხარია, რომ აქ წარმოდგენილი იყვნენ სამხედროები უკრაინიდან, სომხეთიდან ლატვიიდან თურქეთიდან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ განათლების სარდლობის და სკოლის უფროსის დამსახურებაა ასეთი წარმატებული პროექტების განხორციელება. ძალიან ბევრი გაკეთდა და ბევრი რამ იგეგმება სამომავლოდ“,- განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

 

ღონისძიების დასასრულს სამხედროებს გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ და საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, მაიორმა ივანე ცხადაძემ სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს. მონაწილეებმა ჯგუფის უფროსის კურსზე დასწრების რეკომენდაციაც მიიღეს.

 

ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის (PFP) ფარგლებში მიმდინარე კურსის მთავარ მიზანს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროების მიერ თოვლიან რელიეფზე სამთო ტექნიკის დახვეწა და ინსტრუქტორის დონეზე გადმოცემა წარმოადგენდა.


კურსის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა ისეთი ამოცანები შეასრულეს, როგორიცაა გაუკვალავ თოვლში სრიალი, თოკში ჩაბმული სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა, გადარჩენა და ევაკუცია, ასევე უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე მიყვანა, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავსაშიშ ადგილებში თოვლის საფარის შემოწმება და ზვავის რისკების დადგენა. კურსის პირველი ეტაპი კი ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე გაიმართა, სადაც სამხედროებმა მთიან რელიეფზე საშტატო იარაღიდან სროლის ტექნიკა დახვეწეს. სროლების დროს მათ მზის მდგომარეობის, ზღვის დონიდან სიმაღლის, ქარის მიმართულებისა და სიჩქარის, ასევე ტენიანობის გათვალისწინება მოუხდათ.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge