png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი განცხადებას ავრცელებს

  • საზოგადოება
  • 12.02.2016
  • 18:07
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„11 თებერვალს გადაცემა „კურიერის“ მთავარ გამოშვებაში, ნაჩვენებ სიუჟეტში, გაჟღერდა, თითქოს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იგეგმება სხვადასხვა დანიშნულების მქონე შენობა-ნაგებობების მშენებლობა, რომელიც დაკავშირებულია „პანორამა თბილისის“ პროექტთან. სამწუხაროდ სიუჟეტში ბოტანიკური ბაღის პოზიცია და მოსაზრებები არ იქნა სრულად წარმჩენილი. ცნობისათვის, გასული წლის 23 ნოემბრის „კურიერის“ ეთერში იგივე თემაზე მომზადებულ სიუჟეტი ანალოგიური აქცენტებით გავიდა.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს არავითარი შეხება არა აქვს აღნიშნულ პროექტთან, ხოლო ბოტანიკურ ბაღში ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდებოდა და განხორცილედება ბაღის განვითარების წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით. ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანთლებლო საქმიანობის ხელშეწყობის, ასევე ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საჭიროებებიდან გამომდინარე. ამას ვაცხადებდით ადრეც, ვაცხადებთ დღესაც და სამომავლოდაც დავიცავთ ამ პრინციპს.

ბოტანიკური ბაღი არის ღია და გამჭვირვალე ორგანიზაცია, გვესმის საზოგადოებრივი ჩართულობის აუცილებლობაც. სწორედ ამ მიზნით იგეგმება საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა, რომელიც აქტიურად მიადევნებს თვალყურს ორგანიზაციის საქმიანობას, მისი განვითარების ტენდენციებს და მისცემს მას კვალიფიციურ რეკომენდაციებს. ჩვენ ამის შესახებ განვაცხადეთ გუშინ და გვქონდა იმედი, რომ “კურიერი” ამის შესახებაც აცნობებდა საზოგადოებას, თუმცა ფაქტია, რომ თემა არ გასცდა პოლიტიკურ კონიუქტურას. ამიტომ მივმართავთ სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს - ნუ გამოიყენებენ საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებულ საკითხებს პოლიტიკური სპეკულაციებისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge