png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

კობა გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ამ წუთის მდგომარეობით პარლამენტს პოზიცია არა აქვს - დავით უსუფაშვილი

  • პოლიტიკა
  • 12.02.2016
  • 16:23
კობა გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ამ წუთის მდგომარეობით პარლამენტს პოზიცია არა აქვს - დავით უსუფაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის, განცხადებით, "ეროვნული ბანკის" საბჭოში დასახელებულ კობა გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით "ამ წუთის მდგომარეობით პარლამენტს პოზიცია არა აქვს და ვერც ექნება, რადგან კანდიდატი ახლა დასახელდა".

ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა და დასძინა, რომ კრიტერიუმი, რის მიხედვითაც პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს, დასახელებული კანდიდატურის გამოცდილება, დამოუკიდებლობა, კვალიფიციურობა და პრინციპულობა იქნება. 

“ეროვნული ბანკის" საბჭოში ვაკანსია ჩნდება სულ მალე. პროცესი “ეროვნულის ბანკის შესახებ” კანონისა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიმდინარეობს. ამ კანონებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება, საქართველოს პარლამენტს "ეროვნული ბანკის" საბჭოს წევრობის კანდიდატურა შესთავაზოს. პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ეს პროცესი დაასრულეს და პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა წამოუდგინეს, რაც ჯერ საჯაროდ გაცხადდა და ალბათ ქაღალდიც შემოვა. პარლამენტი მის კანდიდატურას განიხილავს კომიტეტებში, ფრაქციებში და იმსჯელებს გადაწყვეტილების მიღებაზე. ამ წუთის მდგომარეობით, პოზიციები პარლამენტის მხრიდან არ არსებობს და ვერც იარსებებს, რადგან კანდიდატი ახლა დასახელდა. მას ზოგი იცნობს, ზოგი არ იცნობს, ბევრი გაიცნობს, იქნება მოსმენები, შეხვერები. ჩამოვყალიბდებით იმ პრიორიტეტიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საქართველოს ეროვნული ბანკი უნდა მოვიაზროთ როგორც სტაბილური – სკანდალებისა და აურზაურის გარეშე მოქმედი უწყება. მას საბჭოს სახით უნდა ხელმძღვანელობდნენ გამოცდილი, დამოუკიდებელი, კვალიფიციური და პრინციპული ადამიანები. ამ კრიტერიუმების მიხედვით შევაფასებთ ჩვენ ყველაფერს,” - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

თებერვლის ბოლოს "ეროვნული ბანკის" საბჭოში ვაკანსია გიორგი ქადაგიძისთვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შედეგად ჩნდება. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ეროვნული ბანკის" საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურას წარუდგენს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge