png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში ილუსტრაციის ფესტივალი გაიმართება

  • კულტურა
  • 08.12.2021
  • 17:03
 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში ილუსტრაციის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, თბილისის ილუსტრაციის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას საქართველოში მცხოვრები 34 ილუსტრატორი მიიღებს, რომელთა ნამუშევრებიც საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი. ასევე, მოხდება 45 ილუსტრატორის ნამუშევრების კატალოგის წარდგენაც. 

ფესტივალის მსვლელობისას იგეგმება ილუსტრირებული წიგნების პრეზენტაციები და სხვადასხვა ტიპის შეხვედრები. გაიყიდება ილუსტრირებული წიგნები, ილუსტრაციები, ღია ბარათები, აქსესუარები და სხვა ტიპის ნაბეჭდი პროდუქცია. უფრო კონკრეტულად კი:

13 დეკემბერს კატალოგის პრეზენტაციის შემდეგ ილუსტრატორ ანა ჯანელიძესთან შეხვედრა გაიმართება, რომელსაც მოდერატორობას ნიკი თარხან-მოურავი გაუწევს. ფესტივალზე მისულ სტუმრებს ირაკლი კეიდიასთან და დათო მაჭავარიანთან შეხვედრა ელით თემაზე- გრაფიკული რომანის განვითარება საქართველოში. შეხვედრის მოდერატორი კი დათო სამნიაშვილი იქნება. ფესტივალის პირველ დღეს ლაშა ცქვიტინიძის ელექტრონული მუსიკა დაასრულებს. 

რაც შეეხება მეორე დღეს, ფესტივალის სტუმრები ილუსტრატორ ოლესია თავაძეს შეხვდებიან, რომელსაც მოდერატორობას ზაზა აბზიანიძე გაუწევს. ასევე, თამარ ლონდარიძე წარადგენს გამომცემლობა „ინტელექტის“ წიგნს - „ქართული მითიური პერსონაჟები“. დისკუსიის ფარგლებში გაიმართება საუბარი გამომცემლობის ილუსტრირებული წიგნების ახალ მიმართულებაზე. 

ეს ყველაფერი არაა. სტუმრები შეძლებენ დაესწრონ ია გაბუნიას ახალი წიგნის - „სად გაქრა დედამიწა“ პრეზენტაციას, რომლის მოდერატორიც ნინო ძანძავა იქნება. ფესტივალის ბოლო დღეს დახურავს გამომცემლობა „მელანის“ ორი ახალი ილუსტრირებული წიგნის წარდგენა. ასევე, შეხვედრა გამომცემელთან და ავტორებთან.

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომლის გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge