png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ბიზნესის გაძლიერებისთვის

  • ბიზნესი
  • 08.12.2021
  • 13:49
 საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ბიზნესის გაძლიერებისთვის

საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, რამდენიმე თვეა იმ ბიზნესების ხელშეწყობის პროექტი ხორციელდება, რომლებიც მსუბუქი მრეწველობის სფეროში საქმიანობენ. უკვე 20-მდე ქართული კომპანია ჩაერთო პროექტში, ერთ-ერთი კი ეკოლოგიურად სუფთა თოჯინების სახელოსნო „ხელნაკეთი თოჯინები ლილეა“.

2011 წლიდან, კომპანია როგორც ანტიალერგიული მასალისგან დამზადებულ საბავშვო სათამაშოებს, ასევე თოჯინა-სუვენირებს და სხვადასხვა სასაჩუქრე ნივთებს აწარმოებს. პროდუქცია ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სუვენირების მაღაზიებში და კომპანიის Facebook გვერდზე. ასევე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ, Etsy.com და ebay.com პლატფორმებზე. 

„ჩვენი მთავარი გამოწვევა ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობის პროდუქტის წარმოებაა. პროგრამის ფარგლებში ბიზნეს გეგმის სწორად ჩამოყალიბებასა და წარმოების გაზრდაზე ვმუშაობთ, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი შესაძლებლობების უკეთ ათვისებასა და განვითარებაში გვეხმარება“, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი, ცირა პავლიაშვილი

განსაკუთრებული პოპულარობით კომპანიის მიერ წარმოებული თოჯინა-სუვენირები სარგებლობს - სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი თოჯინები, რომლებიც კარგად წარმოაჩენენ ეროვნულ ხასიათს, ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს. 

„მომხმარებელს კონკრეტული ადამიანის ან პერსონაჟის პროტოტიპ თოჯინებსაც ვთავაზობთ, მიმსგავსებული ხასიათით, ტანსაცმლით, ვარცხნილობითა და აქსესუარებით. ასეთი ორიგინალური საჩუქარი უემოციოდ არ ტოვებს არც ერთ ადრესატს. მოხარული ვართ, რომ პროგრამაში მონაწილეობით გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ჩვენი პროდუქცია და გავუზიაროთ ეს ემოციები. წარმოების გაზრდა, მეტი ადამიანის დასაქმება, ადგილობრივ ბაზარზე მეტი პროდუქციის განთავსება და ქართული ნაწარმის ქვეყნის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაცია - ეს ის მიზნებია, რომელის მიღწევაშიც საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთობლივი პროექტი გვეხმარება “, - დასძენს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების, ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების, შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას. პროექტი კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge