png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თავდაცვის უწყება ევროკავშირისგან 12.75 მილიონი ევროს ღირებულების მხარდაჭერის პაკეტს მიიღებს

  • თავდაცვა
  • 06.12.2021
  • 13:51
თავდაცვის უწყება ევროკავშირისგან 12.75 მილიონი ევროს ღირებულების მხარდაჭერის პაკეტს მიიღებს

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველო არალეტალურ სამედიცინო და საინჟინრო აღჭურვილობას, ასევე სამოქალაქო ტიპის მობილურობის საშუალებებს (mobility assets) მიიღებს.

მხარდაჭერის პაკეტი 12.75 მილიონ ევროს შეადგენს და 36 თვეზეა გათვლილი. პაკეტის მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და იმ შესაძლებლობების განვითარებაა, რომლებიც ხელს შეუწყობს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას.

საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება გამიზნულია ქვეყნის თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გასაძლიერებლად, მათ შორის კრიზისებისა და საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო პირებისათვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობების გასაუმჯობესაბლად. უსაფრთხოების განზომილება ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა დინამიურია.

ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის მიზანია, შიდა მედეგობისა და მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით, სამხედრო და თავდაცვის საკითხებში ბენეფიციარი ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერება. საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინისთვის, ევროკავშირი ასევე მიზნად ისახავს გააძლიეროს ადგილობრივი თავდაცვის ძალების შესაძლებლობები და თავსებადობა, რათა ხელი შეუწყოს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში წარმოებულ სამხედრო მისიებსა და ოპერაციებს ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge