png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

  • ეკონომიკა
  • 06.12.2021
  • 10:32
საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პირველად  საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან, აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ინვესტირება და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა სწრაფად, მარტივად, ნებისმიერი ადგილიდან, პირდაპირ მობილბანკიდანაა შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს მსოფლიოს მოწინავე კომპანიების აქციების შეძენა ღილაკზე ერთი დაჭერით, საკუთარ მობილბანკში 1 დოლარითაც კი შეუძლია. ინვესტირება წამყვან საერთაშორისო კომპანიების აქციებში ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა.

სიახლე საქართველოს ბანკის, მისი ჯგუფის შვილობილი კომპანია, “Galt & Taggart”-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-ის პარტნიორობით ინერგება.“DriveWealth”-ი ფინანსური ტექნოლოგიების წამყვანი პლატფორმაა, რომელიც  მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს და მომხმარებლებს ინვესტირების მარტივ პლატფორმას სთავაზობს. კომპანიის მომხმარებლებს შორის ისეთი ორგანიზაციები არიან, როგორიცაა: Revolut, Hatch, MoneyLion და Sharesies.

„საქართველოს ბანკის ინვესტიციები“ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას,  საქართველოში ყველაზე დაბალი საკომისიოებით, ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით ივაჭრონ,  როგორიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმით შესაძლებელი ხდება წილადობრივი (fractional) ინვესტირება. ამასთან, საინვესტიციო ანგარიშის გახსნა ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი.

„მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ საქართველოს ბანკის, “Galt & Taggart”-ისა და “DriveWealth”-ის პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი - „საქართველოს ბანკის ინვესტიციები“. „DriveWealth”-ი პიონერია აღნიშნული მიმართულებით და მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობს ფინანსურ ინსტიტუტებთან (ნეობანკები, ფინტექები, ტრადიციული ბანკები და სხვ.) რათა მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე, ციფრული გამოცდილებები შესთავაზოს. მოხარულები ვართ, რომ ახალი საინვესტიციო პლატფორმის საშუალებით, საქართველოს ბანკის მომხმარებლები შეძლებენ შეურთდნენ მილიონობით ინვესტორს მსოფლიოში და დაიწყონ ინვესტირება აშშ-ს საფონდო ბირჟებზე, პირდაპირ მობილბანკიდან. საქართველოს ბანკის ახალი საინვესტიციო პროდუქტი სრულიად ცვლის ინვესტირების აქამდე არსებულ გამოცდილებას. ინვესტიციების მოდულის მეშვეობით, დღეს  უკვე ინვესტირება იმაზე ხელმისაწვდომი და მარტივია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა საქართველოში“, - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge