png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების და მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელთა მხრიდან გულგრილობის ფაქტზე 7 პირი პასუხისგებაში მისცეს

  • სამართალი
  • 12.02.2016
  • 10:30
დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების და მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელთა მხრიდან გულგრილობის ფაქტზე 7 პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადებისა და მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელთა მხრიდან გულგრილობის ფაქტზე შვიდი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, 9 სხვადასხვა შპს-ს სახელით განხორციელდა ჯამში, 609 794 ლარის ღირებულების ცემენტის იმპორტი. გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებისთვის შეირჩა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყვითელი დერეფანი, რაც ავტომატურად გულისხმობს ტვირთის გატანამდე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას. ბრალდებულებმა, ტვირთის მოტყუებით გასატანად შეადგინეს გადახდის ყალბი დოკუმენტები, რეალურად არ მოახდინეს ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 110 000 ლარის ზიანი.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებისათვის, მოქალაქეებს ნიაზ ლაცუზბაიას, ჯაბა შელიას, პაატა ბასარაიას, გელა ბოხუას, ვიქტორ ხუფაცარიას, კობა ყოლბაიასა და შოთა ეხვაიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 210-ე და 220 პრიმა მუხლით.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge