png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სასამართლომ უვადო მწვანე სტატუსის ცვლილების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

  • სამართალი
  • 02.12.2021
  • 20:27
სასამართლომ უვადო მწვანე სტატუსის ცვლილების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადო მწვანე სტატუსის ცვლილების შესახებ ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ამ შუამდგომლობით, PHR-ი ითხოვდა, სასამართლოს მთავრობისთვის დაევალებინა "მწვანე ბარათის"სამეცნიერო და სამედიცინო მტკიცებულებების შესაბამისად გაცემა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე და მიიჩნია, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

"სასამართლომ არ მიიჩნია ექსპერტების (გამყრელიძის, ცერცვაძის, კულუმბეგოვის და სხვების მოსაზრებები) საკმარისად და მოსარჩელეს მოსთხოვა მეცნიერულად დაამტკიცოს, რომ კოვიდგადატანილ პირებს არ აქვთ უვადო იმუნიტეტი. ანუ, იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ თავისი გადაწყვეტილება უვადო მწვანე სტატუსის მინიჭებაზე დააყრდნოს მტკიცებულებას (შემოგვთავაზოს იმ ფაქტის დადასტურება რომ უვადო იმუნიტეტი არსებობს), მოქალაქეებმა უნდა უმტკიცონ მთავრობას, რომ მტკიცებულება არ არსებობს (ანუ მოსარჩელეებმა უნდა ამტკიცონ ფაქტის არარსებობა). რაც სამართლებრივად შეუძლებელია - ფაქტის მტკიცება ევალება მას, ვინც ფაქტი (უვადო კოვიდ იმუნიტეტი) სამართლებრივად გააფორმა მთავრობის დადგენილებაში. მოკლედ რომ შევაჯამოთ, მოსამართლემ მთავრობას ამ გადაწყვეტილებით უთხრა, რომ მათ არ ევალებათ თავისი აქტების დასაბუთება, მოქალაქეებმა უნდა ასაბუთონ რომ აქტი კანონს არღვევდა.

და ბოლოს, სასამართლომ, ვერ დაინახა სარჩელის პერსპექტიულობა და მისი დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული საფრთხე, ანუ ის, რომ უვადო მწვანე სტატუსი მოსარჩელეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დააზიანებს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას PHR სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

საქართველოში მწვანე პასპორტის კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა. მწვანე სტატუსი პირს ენიჭება თუ:

არის სრულად ვაქცინირებული (ორი დოზით);

აქვს გადატანილი კოვიდინფექცია;

აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის pcr ტესტი;

აქვს გაკეთებული 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის სწრაფი ტესტი.

ამასთან, კოვიდგადატანილ ადამიანებს მწვანე სტატუსი მუდმივად ენიჭებათ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge