png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საამაყოა, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე ქართველმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მეორე ვადით მოიპოვა ასეთი მაღალი ნდობა - ნათია თურნავა

  • ეკონომიკა
  • 02.12.2021
  • 10:31
საამაყოა, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე ქართველმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მეორე ვადით მოიპოვა ასეთი მაღალი ნდობა - ნათია თურნავა

ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე ქართველმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მეორე ვადით მოიპოვა ასეთი მაღალი ნდობა. ვულოცავ მას და მთლიანად საქართველოს ამ წარმატებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მადრიდში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილის მეორე ვადით დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დღეს, ასამბლეის 24-ე სესიაზე  2021-2025 წლებში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორე ვადით დაამტკიცეს.  კენჭისყრისას მას ასამბლეის წევრმა 85-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 26.

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრობა, რადგან საუბარია ტურიზმზე, რომელიც  ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგია. ამასთან, ჩვენთვის განსაკუთრებით საპატიოა, რომ ქართველმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მოიპოვა ასეთი მაღალი ნდობა. ეს  რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვისაც არის ძლიერი გარანტია, რომ ჩვენი ხმა ყოველთვის იქნება გაგონილი ამ ორგანიზაციაში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 24-ე სესიას 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. მათ შორის  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ასამბლეაზე საქართველოს ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრ ქვეყნად დაამტკიცებენ 2021-2025 წლების პერიოდისთვის.

ამავე ღონისძიების ფარგლებში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 115-ე სესია გაიმართება, რომელსაც საქართველო პირველად დაესწრება.

საქართველოდან სესიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, ასევე ესწრებიან   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი,  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, ხელმძღვანელის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ყორიაული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge