png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საბაჟო საზღვარზე დიდი რაოდენობით ოქროს უკანონო გატანის მცდელობა აღიკვეთა

  • სამართალი
  • 11.02.2016
  • 17:43
საბაჟო საზღვარზე დიდი რაოდენობით ოქროს უკანონო გატანის მცდელობა აღიკვეთა

დიდი რაოდენობით ოქროს საქართველოს საბაჟო საზღვარზე უკანონო გატანის ფაქტი გამოვლინდა 11 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტისა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის, „სარფის“, ერთობლივი ოპერაციის შედეგად გამოვლინდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ მ.ა.ს.-მ და საქართველოს მოქალაქეებმა ბ.ი.-მ და ზ.ტ.-მ, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვრის გავლით გაიტანეს ჯამში 647 834,98 ლარის საბაჟო ღირებულების 7 470,1 გრამი ძვირფასი ლითონი, ოქროს ზოდების და ჯართის სახით.

აღნიშნული საქმის მასალები შემდგომი რეგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს.

ზემოთ აღნიშნულ პიროვნებებთან ერთად გადაადგილდებოდა რუსეთის მოქალაქე მ.ა., რომელმაც საბაჟო საზღვარზე გადაიტანა 8421,73 ლარის ღირებულების 144,9 გრამი ძვირფასი ლითონი, ასევე ოქროს ზოდებისა და ჯართის სახით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნულ პიროვნებას სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 8421,73 ლარის ოდენობით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge