png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა - CNN

  • ეკონომიკა
  • 24.11.2021
  • 14:08
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა - CNN

"საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა" - საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ CNN სტატიას აქვეყნებს.

საქართველოს ტურისტული ადგილების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და რეიტინგულ მედია პლატფორმებზე მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

ამჯერად, CNN-ზე საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია და ფოტო-კოლაჟი მომზადდა სათაურით - "იმოგზაურე და შეისწავლა საქართველოს ველური ბუნება".

"უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, იზოლირებული მთებითა და ზღვით, ამავდროულად ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ძირითად რეგიონებთან კავშირით საქართველო შედარებით პატარა ზომის, მაგრამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა. მიუხედავად მისი შედარებით მცირე ზომისა", - ასე იწყება სტატია საქართველოს შესახებ CNN-ის ვებ-გვერდზე.

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედია-პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვაშლოვანის, ლაგოდეხის ნაკრძალები, ბორჯომ-ხარაგაულის, თუშეთის, თბილისის ეროვნული პარკები, ჯავახეთის დაცული ტერიტორია, ბათუმთან ახლოს მდებარე ფრინველებზე დაკვირვების ადგილია აღწერილი.

"თუ გსურთ ბუნებაში ჩაფლობა და ევროპაში ყველაზე საოცარი ველური ბუნების პეიზაჟების აღმოჩენა საქართველოს უნდა ეწვიოთ. საქართველოს მიმართულებით 40 ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ რეისს. აქ მოხვედრა და მოგზაურობა ასეთი ადვილი არასდროს ყოფილა", - წერია CNN-ის სტატიაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანია CNN-თან ერთად National Geographic-ს, Expedia-ს, Vogue-ის, Conde Nast Traveler-ს, TimeOut-ს, Wego-ს, AD-ს, ასევე სოციალურ ქსელებს: Instagram, Facebook Twitter და LinkedIn მოიცავს. კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა სახის სტატიებსა და ვიდეორგოლებს გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, აშშ-ში, ისრაელში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებული საამიერობში მილიონობით ადამიანი გაეცნობა.

მასშტაბური კამპანია ნოემბერში დაიწყო და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge