png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ProductTank Tbilisi გაიმართება

  • ეკონომიკა
  • 22.11.2021
  • 14:23
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ProductTank Tbilisi გაიმართება

საქართველოს ბანკი სტარტაპების მხარდაჭერის მიზნით მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიებების პარტნიორია. ბანკის ჩართულობით ProductTank Tbilisi-ის წლევანდელ შეხვედრაზე 3 ქართული სტარტაპი წარდგება, რომლებმაც უკვე გაიარეს 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამა საქართველოში. მათ ასევე მიიღეს მონაწილეობა სან-ფრანცისკოში 2-კვირიან სააქსელერაციო პროგრამაში, რომლის მიზანიც სტარტაპების გლობალური ხედვის განვითარება და მათი ქვეყნის საზღვრებს მიღმა გაზრდის ხელშეწყობაა.

Product Tank Tbilisi- ის სპიკერები იქნებიან:

•  გეგა წურწუმია, Payze-ის თანადამფუძნებელი და თანადირექტორი
•  ვანო ჩალაძე, Cargon-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
•  დავით ყაველაშვილი, Digital Area-ს უფროსი პორტფელის მენეჯერი

შეხვედრას მოდერატორობას ნოდო ივანიძე, WiFisher-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გაუწევს.

„Startup Büro და ProductTank Tbilisi მის პარტნიორებთან ერთად აქტიურად განაგრძობენ პროდუქტ ქომუნითის გაერთიანებას, რომ პროდუქტ მენეჯმენტი, როგორც კარიერა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გავხადოთ. ჩვენი არაფორმალური შეხვედრების სერია, მისი კონტენტი და პრემიუმ სპიკერები გრძელვადიან პერიოდში ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის ზრდასა და გაძლიერებას მოემსახურება“,- განაცხადა გური ქოიავამ, სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელმა და ProductTank Tbilisi-ის თანაორგანიზატორმა.

„საქართველოს ბანკის ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტარტაპებს სამომავლო განვითარებაში. ამის ნათელი მაგალითია ის პროექტები, რომელსაც ჯგუფი ამ მიზნით ახორციელებს. სწორედ ასეთი პროექტის, 500 Georgia-ს ორი გამარჯვებული სტარტაპი გაუძღვება შეხვედრას. ისინი სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც მიიღეს როგორც საქართველოში, ასევე სილიკონ ველიზე. ვფიქრობთ, ეს თემა განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც აქსელერაციის პროგრამაში ჩართვას და საკუთარი საქმიანობის მასშტაბირებაზე ფიქრობს. საქართველოს ბანკის ჯგუფი აგრძელებს ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიზნით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ მსგავსი ღონისძიებები სტარტაპისთვის ზრდისა და სამომავლო განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა “,- განაცხადა ანდრო რატიანმა, საქართველოს ბანკის ჯგუფის ინოვაციების ხელმძღვანელმა.

ProductTank Tbilisi-ზე დასწრება უფასოა და ის 26 ნოემბერს, მოძრაობის თეატრში (აღმაშენებლის გამზირი #182), 19:00 საათზე გაიმართება. უსაფრთხოების რეგულაციების მიხედვით, ღონისძიება მხოლოდ 100 დამსწრეს უმასპინძლებს. შეხვედრაზე დასასწრებად უნდა იყოთ სრულად ვაქცინირებული ან წარმოადგინოთ სწრაფი/PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

მსურველებმა დასწრება შემდეგ ბმულზე უნდა დაადასტურონ: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/282123017

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge