png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ნატახტარში "ფუდ ალიანსის" საწარმო გაიხსნა

  • ეკონომიკა
  • 19.11.2021
  • 14:32
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ნატახტარში "ფუდ ალიანსის" საწარმო გაიხსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია „ფუდ ალიანსმა“ მცხეთაში, სოფელ ნატახტარში ახალი საწარმო გახსნა.

გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო 10,197 კვ.მ მიწის ფართობზე აშენდა. კომპანია მრავალი სახეობის პურს აწარმოებს, მათ შორის ბაგეტებს, კრუასანებს და სხვა. "ფუდ ალიანსის" პროექტის მთლიანი ღირებულება 11 მლნ ლარია, საიდანაც ბანკის ფინანსური თანამონაწილეობა 6.5 მლნ ლარს შეადგენს.

"მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ხელშეწყობით კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა. კომპანია მაღალი ხარისხის პურსა და გაყინულ საკონდიტრო ნაწარმს აწარმოებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი აბსოლუტურად ჯანსაღია. მომხმარებლის მხრიდან ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა კომპანიის პროდუქტებზე მისი ხარისხის და პრაქტიკული გამოყენების გამო. საწარმოში დასაქმებულია 100-მდე თანამშრომელი. საწარმო კიდევ უფრო გაფართოებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა შორის 80% იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას წარმოადგენს. დარწმუნებული ვართ, კომპანია დასახული გეგმების წარმატებით განხორციელებას შეძლებს", - განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ კორპორაციული საბანკო მიმართულებით.

"ნამდვილი ფრანგული კრუასანისა და ფრანგულ-ავსტრიული პურის შესაქმნელად საჭიროა დიდი გამოცდილების მქონე კონდიტერი, რასაც ჩვენს შემთხვევაში უზრუნველყოფს ჩვენი უდიდესი გამოცდილების მქონე, მრავალი ჯილდოს მფლობელი და ცნობილი ფრანგი კონდიტერი, ვილიამ დენოქსი. კომპანია აღჭურვილია ევროპული წარმოების მაღალი ხარისხის ნახევრად ავტომატური დანადგარებით. „ფუდ ალიანსი“ მომხმარებელს სთავაზობს ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებით შექმნილ ინოვაციურ ევროპული სტილის პურების დიდ ასორტიმენტს, ვიენუაზერს (კრუასანის ცომით დამზადებულ ტკბილეულს), ქართულ და ევროპულ ნახევარფაბრიკატს", - განაცხადა ჟაკ მარი ფლურიმ, კომპანიის დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, ფუდ ალიანსი" 2019 წელს, წარმოებისა და ბიზნესის განვითარების სექტორში მრვალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველი და ფრანგი პარტნიორების მიერ დაარსდა. დღესდღეობით, საწარმოში ასზე მეტი დასახელების პროდუქტი იწარმოება, რომელიც ყველა დიდ საცალო ვაჭრობის ქსელში, ჰორეკას სექტორსა თუ სხვადასხვა მსხვილ კომპანიებშია წარმოდგენილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge