png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

  • ეს საინტერესოა
  • 31.10.2021
  • 15:46
ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

ამერიკელმა მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.

მსახიობი ვერმონტის შტატში, საავტომობილო გზაზე მანქანით გაადგილდებოდა, როდესაც მას რეპორტიორები აედევნენ. იუწყება ტელეარხი CNN.  ბოლდუინი იძულებული გახდა ავტომობილი გაეჩერებინა და ჟურნალისტებს გასაუბრებოდა.

„ინციდენტები გადასაღებ მოედანზე ხდება, მაგრამ არა ასეთი. ეს ეპიზოდი ტრილიონი შემთხვევიდან ერთ-ერთია“, - თქვა ბოლდუინმა.

მან აღნიშნა, რომ მისთვის აკრძალულია კომენტარის გაკეთება გამოძიების დასრულებამდე, რომელიც არკვევს, როგორ მოხვდა რევოლვერში საბძოლო ტყვიები.

რაც შეეხება ფილმის გადაღებებს, ბოლდუინმა თქვა, რომ გადაღებები, სავარაუოდ, აღარ გაგრძელდება.

„ის ჩემი მეგობარი იყო (ოპერატორი), იმ დღეს, როდესაც სანტა-ფეში გადაღებებზე ჩავედი, ის ჩვენს რეჟისორთან, ჯოელთან ერთად ვახშამზე დავპატიჟე. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვიყავით, ერთად ვიღებდით ფილმს, შემდეგ კი ეს საშინელი ამბავი მოხდა“, - თქვა ბოლდუინმა.

საუბრის დასასრულს მსახიობმა ჟურნალისტებს სთხოვა, შეწყვიტონ მისი დევნა, რადგან ავტომობილში, რომელსაც ისინი მისდევენ, ატირებული ბავშვები არიან.

ფილმის გადასაღებ მოედანზე ტრაგედია 21 ოქტომბერს მოხდა. ბოლდუინმა, რომელიც მთავარ როლს ასრულებდა, იარაღიდან გაისროლა, რომელიც ფუჭის ნაცვლად, საბრძოლო ტყვიებით დატენილი აღმოჩნდა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა კინოოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი, რეჟისორი ჯოელ სოუზა კი დაიჭრა.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge