png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გამოვიდა კობახიძე და არ ვიცით, საიდან მოიგონა აბსოლუტური ტყუილი, თითქოს „ოცნებამ“ მოიგო უმრავლესი ქალაქი - ელენე ხოშტარია

  • პოლიტიკა
  • 31.10.2021
  • 01:35
გამოვიდა კობახიძე და არ ვიცით, საიდან მოიგონა აბსოლუტური ტყუილი, თითქოს „ოცნებამ“ მოიგო უმრავლესი ქალაქი - ელენე ხოშტარია

არ ვაპირებთ ამ არჩევნების დათმობას, ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ აბსოლუტურად ყველა სამართლებრივი და სხვადასხვა გზით, – განაცხადა „დროას“ლიდერმა,ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე.

ხოშტარიას თქმით, აბსოლუტური ტყუილია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ უმრავლეს ქალაქებს იგებენ.

​„იმის პარალელურად, რომ ჩვენ ყველა ვიბრძვით სხვადასხვა უბანზე და გვაქვს უშუალო კონტაქტი ჩვენს დამკვირვებლებთან, მოვისმინეთ აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და ტყუილი ბრიფინგი „ქართული ოცნების“ მხრიდან. ერთი, ჩვენ ვხედავთ, რომ ცესკო-ს საიტზე ხდება აბსოლუტურად მანიპულირებული, მხოლოდ „ქართული ოცნების“ უპირატესობის ამსახველი უმეტესი უბნების ატვირთვა, გამოვიდა კობახიძე და არ ვიცით, საიდან მოიგონა აბსოლუტური ტყუილი, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო უმრავლესი ქალაქები. თავისივე ტყუილში ჩვენ ვნახეთ, რომ ლაპარაკი არის ერთ-ორ-სამ-პროცენტიან უპირატესობაზე, რაც მთლიანობაში მეტყველებს აბსოლუტურად დანგრეულ ლეგიტიმაციაზე „ქართული ოცნების“.

თავისივე ტყუილებში ისინი დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვერ საუბრობენ, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, ღამე ამ ციფრების ბრახუნი ემსახურება ერთადერთ რამეს, გატეხონ ჩვენი დამკვირვებლების, ჩვენი მებრძოლი ხალხის განწყობა და მოატყუონ საზოგადოებას, თითქოს „ქართულ ოცნებას“ აქვს უპირატესობა და მიიტაცონ კიდევ ერთხელ არჩევნები. ჩვენ არ ვაპირებთ ამ არჩევნების დათმობას, ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ამომრჩევლის ხმების დათმობას, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ აბსოლუტურად ყველა სამართლებრივი და სხვადასხვა გზით და ვაფრთხილებთ „ქართულ ოცნებას“, მოეშვას წინასწარ მანიპულირებული, ტყუილი განწყობის შექმნას, გავაგრძელოთ უბნებზე ბრძოლა.

მე ახლა ვუყურებდი გლდანში, სადაც გვაქვს დიდი უპირატესობა, იქ ცდილობენ სიტუაციის არევას. ასევე მიდის ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ასევე ბათუმშიც იგივე სურათი არის, აბსოლუტური აბსურდი და სასაცილოა ლაპარაკი იმაზე, რომ ზუგდიდი, ბათუმი და სხვადასხვა ქალაქები მოიგეს. ჩვენს ხალხს აქვს უპირატესობა და არ ვაპირებთ ჩვენი ხალხის ხმების დათმობას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
  • 06:40
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge