png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თიბისი ბანკის სათაო ოფისში ცნობილი პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრე როგოისკის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 09.02.2016
  • 16:12
თიბისი ბანკის სათაო ოფისში ცნობილი პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრე როგოისკის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა

თიბისი ბანკის სათაო ოფისში ცნობილი პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრე როგოისკის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე,  საქართველოში პოლონეთის ელჩი ანჟეი ჩიეშკოვსკი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ასევე დიპლომატიური კორპუსის და პოლონური დიასპორის წარმომადგენლები  დაესწრენენ. 

ცნობილმა პოლონელმა არქიტექტორმა ალექსანდრე როგოისკიმ  შენობა, სადაც ამჟამად თიბისი ბანკის სათაო ოფისი მდებარეობს,  მაშინდელი კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოებისთვის  1912  წელს  დააპროექტა.  მემორიალური დაფა თიბისი ბანკის სათაო ოფისის შენობაზე, როგორც XIX-XX საუკუნეების ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობაზე  სიმბოლურად, ალექსანდრე როგოისკის  პატივსაცემად განთავსდა. 

როგოისკი საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩამოვიდა. წლების განმავლობაში პოლონელი არქიტექტორი  თბილისში მოღვაწეობდა  და  მის სახელს  არაერთი ცნობილი და ისტორიული  შენობა უკავშირდება.  მათ შორის,  ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, ყოფილი კათოლიკური ეკლესია, ქაშუეთის ეკლესიის ეზოში მდებარე სამლოცველო,  საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ინტერიერი,  სემინარიის ყოფილი  შენობა, სადაც ამჟამად მე-9  საავადმყოფოა განთავსებული.

ახალი შენობების დაპროექტების გარდა, ცნობილი პოლონელი არქიტექტორი რესტავრაცია-რეკონსტრუქციის პროცესშიც იყო ჩართული.  როგოისკის ხელმძღვანელობით ჩატარდა  კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული  თეატრის შენობის რეკონსტრუქცია 1903-1909 წლებში.  გარდა ამისა,  ის  სიონის ქუჩაზე მდებარე ქარვასლის შენობის  რესტავრაციის ავტორიცაა. ისტორიული შენობების გარდა, ალექსანდერ როგოისკის მიერაა დაპროექტებული თბილისში მდებარე არაერთი საცხოვრებელი სახლი. 

პოლონეთის საელჩოს ინციატივით,  პროექტ  „პოლონური კულტურული მემკვიდრეობა საქართველოში“ ფარგლებში საქართველოში პოლონელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებულ  შენობებზე  მათი სახელობის  მემორიალური დაფების განთავსება მოხდება.  თიბისი ბანკის სათაო ოფისის შენობაზე ალექსანდრე როგოისკის მემორიალური დაფის განთავსება სწორედ  ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პარალელურად თიბისი გალერეა უმასპინძლებს ფოტოგამოფენას, რომელზეც საქართველოში პოლონელი არქიტექტორების მიერ აშენებული ნაგებობები იქნება წარმოდგენილი. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge