png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დავით ნარმანიამ საბურთალოს რაიონში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

  • საზოგადოება
  • 06.02.2016
  • 14:02
დავით  ნარმანიამ  საბურთალოს რაიონში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად, ნუცუბიძის ქუჩის N14ბ-ს მიმდებარედ ახალი სკვერისა და სათამაშო მოედნის მშენებლობა დაათვალიერა.

ამ ტერიტორიაზე რამდენიმე ახალაშენებული კორპუსების მცხოვრებლებმა სკვერისა და სათამაშო მოედნების მოწყობის თხოვნით თბილისის მერს დავით ნარმანიას გასულ წელს მიმართეს. თუმცა, მაშინ გაირკვა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. მერიასა და მესაკუთრეს შორის კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად, მიწის ნაკვეთი ადგილმონაცვლეობის პრინციპით, თვითმმართველის საკუთრებაში გადავიდა. პროცედურების დასრულების შემდეგ საბურთალოს რაიონის გამგეობამ საპროექტო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე ობიექტზე სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არ იყო სკვერი, არც დასასვენებელი და გასართობი სივრცე. „შარშან ადგილობრივ მოსახლეობასთან გვქონდა შეხვედრა. დავპირდით მათ ამ საკითხის მოგვარებას. წელს, როგორც კი ახალი ბიუჯეტი დამტკიცდა და შევძელით საბიუჯეტო სახსრების გამოყენება, დავიწყეთ ტერიტორიის კეთილმოწყობა. გარდა ამისა, აქ მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და გაკეთდება კორპუსებთან შემოსასვლელი გზა“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

პროექტის მიხედვით, 600მ2-მდე ტერიტორია გამწვანდება, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დაიდგმება საბაღე ინვენტარი, ასევე სავარჯიშო ტრენაჟორები. გათვალისწინებულია საბავშვო მოედნის მოწყობაც. ახალ სკვერში დამონტაჟდება დეკორატიული განათებაც.

პროექტს კომპანია „ჯეო პარკი“ ახორციელებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge