png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინოვაციურ იპოთეკურ პროდუქტს - გარანტირებულ შენაძენს სთავაზობს

  • ეკონომიკა
  • 27.09.2021
  • 17:05
საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინოვაციურ იპოთეკურ პროდუქტს - გარანტირებულ შენაძენს სთავაზობს

"გარანტირებული შენაძენი" საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც დეველოპერისგან ბინის ყიდვის მსურველთათვის შეთავაზებული თითოეული ბინა ბანკის მიერაა დაზღვეული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი რაიმე მიზეზით პროექტი არ დასრულდა, მომხმარებელს ზარალს ბანკი სრულად აუნაზღაურებს. აღსანიშნავია, რომ პროდუქტით სარგებლობა მომხმარებლის მხრიდან დამატებითი ხარჯის გაწევას არ საჭიროებს. შეთავაზება ვრცელდება როგორც ბინის იპოთეკით, ასევე საკუთარი ფულით შეძენაზე და ის ბინის სრულ ღირებულებას მოიცავს.

პროდუქტით სარგებლობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამითაც, რომელსაც საქართველოს ბანკი, დეველოპერული სფეროს მხარდაჭერის, მომხმარებლისთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით შეუერთდა. დამატებითი ინფორმაციისთვის და შეთავაზებების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3kJyqaN

"ბინის შეძენისას არაერთ დეტალზე გვიწევს დაფიქრება - მშენებარე პროექტს მივანიჭოთ უპირატესობა თუ ახალაშენებულს, რომელ დეველოპერულ კომპანიას ვენდოთ და ა.შ. იმისათვის, რომ მომხმარებელს გავუმარტივოთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება, თანაც ისე, რომ მეტი სიმშვიდე იგრძნოს, შევქმენით ახალი პროდუქტი. ინიციატივის ფარგლებში მომხმარებელი აღნიშნულ სქემაში ჩართული დეველოპერული კომპანიებისგან შეძლებს გარანტირებული შენაძენის გაკეთებას, რაც ზრდის მომხმარებლის დაცულობასა და სანდოობას. მეორეს მხრივ, ეს დეველოპერებისთვის არის ერთგვარი შესაძლებლობა, განავითარონ საკუთარი საქმიანობა და კიდევ უფრო კომფორტული და საიმედო გახადონ მომხმარებლისთვის ბინის შეძენის პროცესი", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

აღნიშნული ინიციატივით ბანკი, როგორც საიმედო პარტნიორი, მხარდაჭერას უცხადებს დეველოპერებს და აძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო განავითარონ ბიზნესი და შესაბამისად, დეველოპერული სექტორი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სუბსიდირების პირველი პროგრამის ფარგლებში გაცემული იპოთეკური სესხების 47% საქართველოს ბანკზე მოდის. ამჟამად ბანკი 360-მდე აქტიურ პარტნიორ დეველოპერს ემსახურება და 430-მდე დეველოპერული პროექტის მხარდამჭერია.
 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge