png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

Saint Laurent-ი და Brioni-ი თავიანთ პროდუქციაში ნატურალურ ბეწვს აღარ გამოიყენებენ

  • ეს საინტერესოა
  • 24.09.2021
  • 20:39
Saint Laurent-ი და Brioni-ი თავიანთ პროდუქციაში ნატურალურ ბეწვს აღარ გამოიყენებენ

Saint Laurent-მა და Brioni-მა მიიღეს გადაწყვეტილება თავიანთ პროდუქციის დამზადებისას არ გამოიყენონ ნატურალური ბეწვი. იუწყება AFP.

სააგენტო აღნიშნავს, რომ Saint Laurent-ი და Brioni კომპანია Kering-ის ბოლო ორი ბრენდი იყო, რომლებიც ჯერ კიდევ იყენებდნენ ბუნებრივ ბეწვს. მანამდე მასზე უარი თქვეს ამ კორპორაციის კუთვნილმა ბრენდებმა Gucci-მ, Balenciaga-მ, Bottega Veneta-მ და Alexander McQueen-მა.

Kering-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებში ნთქვამია, რომ „ჯგუფის არც ერთი სახლი (მოდის) არ გამოიყენებს ბეწვს 2022 წლის შემოდგომის კოლექციის დაწყებიდან“.

მოდის სახლები მრავალი წლის განმავლობაში კრიტიკის ქარცეცხლში ექცევიან ცხოველთა დაცვის სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან, რომლებიც აპროტესტებენ ტანსაცმლის დამზადებისას ნატურალური ბეწვის გამოყენებას, ასევე ბეწვიანი ცხოველების მოშენებას და მათი დაკვლის მეთოდს. ამ მხრივ განსაკუთრებით რადიკალურია ასოციაცია PETA(ადამიანები ცხოველებისადმი ეთიკური მოპყრობისთვის).

მისი წარმომადგენლები შლიან მოდის ჩვენებებს, საღებავს ასხამენ მოდელებს, რომლებიც ქურქებს წარადგენენ და მაკრატლით ჭრიან ბეწვეულს. პარიზში მრავალრიცხოვანი მანიფესტაციების აქტივისტები ტანზე ისხამდნენ წითელ სითხეს და ამით გამოსახავდნენ დასახიჩრებულ და ნაწამებ ცხოველებს.

ბევრმა ცნობილმა მოდის სახლმა, მაგალითად, Chanel-მა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უარი თქვა ბუნებრივი ბეწვის გამოყენებაზე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge